“ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის პოზიციები კიდევ უფრო მყარდება. Voetbal International წერს, რომ იასპერ სილესენსა და “ეინდჰოვენის” ხელმძღვანელებს შორის პირველადი მოლაპარაკები უკვე გაიმართა და დიდი ალბათობით 33 წლის ნიდერლანდელი მეკარე სამშობლოში დაბრუნდება. წყარო წერს იმასაც, რომ პსვ-ს გარდა სილესენის დამატება ამსტერდამის “აიაქსსაც” სურს.
გამოცემა გიორგი მამარდაშვილის სახელსაც ახსენებს, რომელიც “ვალენსიაში” ბრწყინვალე შეხვედრებს ატარებს და ლა ლიგაში 570-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა. სილესენი კი, ტრავმებისკენაა მიდრეკილი და ცოტას თამაშობს.
“ბარსელონას” ყოფილ მეკარეს “ღამურებთან” კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე აქვს.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს. 21 წლის ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონი 14 შეხვედრა აქვს გამართული და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings