in ,

სილესენის მენეჯერებს და პსვ-ს შორის მოლაპარაკებები შედგა: მამარდაშვილის პოზიციები კიდევ უფრო მყარდება

“ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის პოზიციები კიდევ უფრო მყარდება. Voetbal International წერს, რომ იასპერ სილესენსა და “ეინდჰოვენის” ხელმძღვანელებს შორის პირველადი მოლაპარაკები უკვე გაიმართა და დიდი ალბათობით 33 წლის ნიდერლანდელი მეკარე სამშობლოში დაბრუნდება. წყარო წერს იმასაც, რომ პსვ-ს გარდა სილესენის დამატება ამსტერდამის “აიაქსსაც” სურს.

გამოცემა გიორგი მამარდაშვილის სახელსაც ახსენებს, რომელიც “ვალენსიაში” ბრწყინვალე შეხვედრებს ატარებს და ლა ლიგაში 570-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა. სილესენი კი, ტრავმებისკენაა მიდრეკილი და ცოტას თამაშობს.

“ბარსელონას” ყოფილ მეკარეს “ღამურებთან” კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე აქვს.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს. 21 წლის ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონი 14 შეხვედრა აქვს გამართული და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი სკუდეტოსთვის ოცნებას აგრძელებს და მათი იმედი კვარაცხელიაა

ბეწვის ხიდზე მოსიარულენი: ერთი გადარჩა, მეორე ჩავარდა