ინგლისის ჩემპიონშიპის 41-ე ტურის შეხვედრაში შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” “რივერსაიდ არენაზე” მერვე ადგილზე მყოფი და პრემიერ ლიგის პლეი-ოფისთვის მებრძოლ “მიდლსბროს” ესტუმრა 1:0 დაამარცხა.
ქართველი სპეციალისტისთვის “ჰალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა.
მატჩის შემდეგ, შოთიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობითაც გულშემატკივრებს და მისი გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა.
‘დიდი გამარჯვება, მშრალად შენახული კარი და კარგი გუნდური თამაში მეტოქის წინააღმდეგ. მადლობა “ვეფხვების” თითოეულ გულშემატკივარს. ჩვენ ვაგძელებთ.” -წერს შოთი სოციალურ ქსელში
GIPHY App Key not set. Please check settings