საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა კვირკველია საფეხბურთო კლუბ “გაგრაში” ჩაირიცხა. როგორც ჩვენ უკვე მოგახსენეთ, 30 წლის ქართველი მცველი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო ხარკოვის “მეტალისტი 1925” დატოვა, მინიმუმ ზაფხულამდე ქართული კლუბის შემადგენლობაში ითამაშებს.
“გაგრას” ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ საბას შეეძლო სხვა ნებისმიერ ქართულ გუნდში გადასუულიყო, მითუმეტეს, რომ ამ გუნდს ეროვნულ ლიგაში ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ კვირკველიამ მიიღო გადაწყვეტილება “გაგრაში” სრულიად უსასყიდლოდ ითამაშოს.
საბა კვირკველია: წარსულზე საუბარი არ მინდა, მზად ვარ ახალი ეტაპის დასაწყებად – Exclusive
Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში “გაგრას” 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.
“გაგრა” მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გამართავს. სავარაუდოდ, სწორედ ამ მატჩში შედგება კვირკველიას დებიუტი.
GIPHY App Key not set. Please check settings