in ,

საბა კვირკველია: წარსულზე საუბარი არ მინდა, მზად ვარ ახალი ეტაპის დასაწყებად – Exclusive

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა კვირკველია ზაფხულამდე საქართველოს ჩეპიონატის უმაღლეს დივიზიონში (Crystalbet ეროვნული ლიგა) ითამაშებს. კვირკველია ბოლოს ხარკოვის “მეტალისტი 1925”-ის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც განვლილ სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ უკრაინაში საომარი ვითარების გამო, კვირკველიამ უკრაინული გუნდი დატოვა.

გამოცდილი ქართველი მცველი Sport4me.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ უკრაინული გუნდის დატოვების შემდეგ სერიოზული შეთავაზებები არ ჰქონია და ამიტომ მიიღო “გაგრაში” თამაშის გადაწყვეტილება.

ქართველ მცველს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 44 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორჯერ არის დასახელებული (2014 და 2018) საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

Sport4me.ge საბა კვირკველიას დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

საბა, ხარკოვის “მეტალისტი 1925” ის დატოვების შემდეგ “გაგრაში” ჩაირიცხე და ზაფხულამდე მის ღირსებას დაიცავთ. თუ გქონდათ სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები და რატომ “გაგრა”?

თბილისში ყოფნისას ფორმის შესანარჩუნებლად “გაგრაში” ვვარჯიშობდი. ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მთავარ მწვრთნელ გაგა კირკიტაძესთან, რომელიც ეროვნულ ლიგაში ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია. იმედი მაქვს, შევძლებ გუნდის დახმარებას და ნორმალურ, მისაღებ შედეგს დავაფიქსირებ.

უცხოურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ “მეტალისტი 1925”-დან წამოსვლის შემდეგ, ესპანური “ალმერია” იყო დაინტერესებული?..

რაღაცეები დაიწერა, მაგრამ ოფიციალური შემოთავაზებით არავის მოუმართავს. გვქონდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ყველაზე სერიოზულად ამ ეტაპზე “გაგრა” ჩანდა და ამ გუნდში თამაშის გადაწყვეტილება მივიღე.

ეროვნულ ლიგაში აქამდე არასდროს გითამაშიათ. საინტერესოა, თქვენი აზრი საქართველოს ჩემპიონატის შესახებ.

ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატის დონე ნამდვილად გაზრდილია. ბათუმის “დინამოს” ძალიან კარგი გუნდია და მომწონს ის პროექტი, რომელიც ამ კლუბის ხელმძღვანელებს აქვთ. გამოცდილი და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. რამდენიმე ნაკრების მოთამაშეც ჰყავთ. ხვიჩა კვარაცხელიას მისვლით გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა.
ძლიერი გუნდია თბილისის “დინამოც, რომელსაც ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს, ასევე გორის “დილა, ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ქუთაისის “ტორპედოსაც”.
ასე რომ, წელს კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატი გველის. ბოლო წლებში, ეროვნული ლიგის თამაშებზე გულშემატკივართა რაოდენობამ იმატა და ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ ხალხი დადიოდეს თამაშებზე, რადგან მაყურებლის გარეშე ჩემპიონატის დონის გაზრდა წარმოუდგენელია.

როგორც ვიცით, “გაგრასთან” ზაფხულამდე დარჩებით. შემდეგ რა იქნება, აპირებთ უკრაინაში დაბრუნებას, თუ მანამდე სიტუაცია დარეგულირდა?

ყველას მოეხსენება, უკრაინაში როგორი მძიმე ვითარებაცაა და პირველ რიგში მინდა მთელ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადო ამ მძიმე წუთებში. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ “მეტალისტი 1925”-ში აღარ დავბრუნდები. ჯერ “გაგრაში” არ მითამაშია და სხვა გუნდში წასვლაზე არ ვფიქრობ. თუ იქნება კარგი შემოთავაზება, დავფიქრდები და ვნახოთ რა იქნება.

საბა, საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშეთ. როგორ შეაფასებთ ამ თამაშებს და ვილი სანიოლის შესახებ რას იტყვით?

ვილი სანიოლი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, ისევე როგორც ვლადიმირ ვაისი. ორივესთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. უპირველეს ყოვლისა, ვილის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ მომცა შანსი და ნაკრებში გამომიძახა. რთული პერიოდი მქონდა კარიერაში და თავიდან ვცდილობ ძველი ფორმის აღდგენას, ამიტომაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. კარგია, რომ თამაშები მოვიგეთ და სანიოლის ხელმძღვანელობით ცოტა ბურთს ვუშვებთ. ერთა ლიგას კარგ განწყობაზე ვხვდებით და ვეცდებით ეს კარგი განწყობა ერთა ლიგის მატჩების შემდეგაც გვქონდეს.

ერთა ლიგას მივადექით. მომავალი მეტოქეების შესახებ რას იტყვით?

ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ C დივიზიონი გაცილებით რთულია, ვიდრე D დივიზიონი. მეტად ძლიერი მეტოქეები გვყავს. ჩრდ მაკედონიასთან ძველი ანგარიშები გვაქვს (იცინის) და მათ წინააღმდეგ განსაკუთრებული მუხტით ვითამაშებთ, რომ რევანში ავიღოთ. ყველა გუნდთან ბრძოლა იქნება, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი ნაკრები იმ დონეზეა, რომ ამ ჯგუფის მოგება შეუძლია.

საბა, ამის შესახებაც მინდა გკითხოთ. რუსეთში მოგიწიათ თამაში და ბევრი საუბრობს, რომ რუსეთში ქართველ ფეხბურთელებს მუდმივად ექნებათ გარკვეული პრობლემები, მაგალითად უცხოური კლუბებიდან კონტრაქტების თაობაზე და ასე შემდეგ…

რუსეთში რამდენიმე წელი მომიწია თამაში და მსგავსი პრობლემა არასდროს შემქმნია. ამ თემაზე არ გვინდა საუბარი. ეს უკვე წარსულია და წარსულის გახსენება არაფერს მოგვცემს. ახალ ეტაპზე ვარ და მხოლოდ მომავლისკენ ვიყურები.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საშინელი საღამო გორში: საქართველო შვედეთთან განადგურდა

ხვიჩას შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში -ვლადიმირ ვაისი