შოთა არველაძის “ჰალ სიტის” სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს და როგორც ჩანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას “ვეფხვები” აქტიურობასას აპირებენ.
ბრიტანული teamtalk ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაფხულში “ჰალი” მესუთ იოზილის დამატებას შეეცდება. წყარო წერს, რომ ინგლისური გუნდის ახალ პრეზიდენტს აჯულ ილიჯალის და იოზილს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და თავად ფეხბურთელსაც სურს ინგლისში დაბრუნება.
33 წლის მესუთ იოზილი ამჯერად თურქულ “ფენერბაჰჩეში” ირჯება.
იოზილს “შალკეს”, “ვერდერის”, მადრიდის “რეალისa” და ლონდონის “არსენალის” შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.
მესუთ იოზილი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 2009-2018 წლებში თამაშობდა და მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა. ბუნდესნაკრებში ჩატარებულ 92 შეხვედრაში მის ანგარიშზე 23 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings