მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი, მსოფლიოს რეკორდსმენი და ყველა ტიტულის მფლობელი ლაშა ტალახაძე ისევ აღიარეს. ძალოსნობის ევროპის ფედერაციის ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად გულშემატკივრებმა ლაშა ტალახაძე 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს.
ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
საჩხერელმა ძალოსანმა ხმების 4750 ხმა მიიღო და კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა.
აღნიშნული ჯილდო ლაშას მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გადაეცემა, რომელსაც 27 მაისიდან ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings