„მილანი“ ჩემპიონი გახდა: „როსონერის“ სანერვიულოდ არ გაუხდია საქმე და პირველსავე ტაიმში გადაწყვიტა, რომ საჩემპიონო შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. ჟირუს ორ გოლს კესიმაც მიუმატა და მეორე ტაიმი ფორმალობად და ზეიმის მოლოდინად აქცია. შესაბამისად, პარალელურ შეხვედრაში „ინტერის“ მიერ ასევე 3 გატანილი გოლი დიდი არაფრის მომცემი იყო.
საინტერესო რამ მოხდა ცხრილის დაბლა. „სალერნიტანამ“, რომელიც ბოლო დროს დიდებულად თამაშობდა, მოულოდნელად წააგო დიდი სხვაობით და ამით შანსი მისცა „კალიარის“, მაგრამ კუნძულელებმა უკვე გავარდნილ „ვენეციას“ ვერ მოუგეს და ამიტომაც თავადაც გადაყვნენ სერია ბ-ში.
ორი რომაული გუნდი ევროპა ლიგაზე გამოვა, ევროასპარეზზე ვიხილავთ „ფიორენტინასაც“, რომელმაც კონფერენს ლიგის ადგილი სულ ბოლო წამს „ატალანტას“ აწაპნა.
„მილანი“ ჩემპიონი გახდა 11 წლის შემდეგ.
„მილანმა“ ტროფეი 2016 წლის შემდეგ პირველად მოიგო – მაშინ იტალიის სუპერთასი აიღო.
„მილანმა“ იტალიის ჩემპიონატი მე-19 მოიგო და დაეწია „ინტერს“, „იუვენტუსს“ 36 გამარჯვება აქვს.
„მილანი“ ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია 3-ქულიან ეპოქაში. გუნდის საშუალო ასაკი – 26 წელია.
პიოლიმ პირველი ტროფეი მოიგო სამწვრთნელო კარიერაში.
პიოლის საჩემპიონო მედალი მოპარეს. „მილანის“ მწვრთნელმა მისი დაბრუნება ითხოვა: „მეტი არ მაქვს“.
„მილანელი“ ლეაო სერია ა-ს MVP-დ დაასახელეს. მას 11 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს.
იბრაჰიმოვიჩმა კარიერაში 32-ე ტროფეი მოიგო, აქედან მე – 12 საჩემპიონო ტიტული.
იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ერთად ჩემპიონატი მეორედ მოიგო – 11 წლის შემდეგ.
დანიელ მალდინიმ „მილანთან“ ერთდ სერია ა მოიგო. ამ გუნდში ეს ტიტული მამამისს და ბაბუამისსაც მოუგიათ.
მენიანი 32 მატჩიდან 17-ში გოლი არ გაუშვა. ეს საუკეთესო შედეგია იტალიაში და მე-4 ტოპ 5ლიგაში.
“იუვენტუსმა” 70 ქულა მოაგროვა და 57 გოლი გაიტანა – ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2011 წლიდან.
იმობილე 27 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ბერარდი 14 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტი.
სერია ა – XXXVIII ტური
ტორინო – რომა 0:3
ჯენოა – ბოლონია 0:1
ლაციო – ვერონა 3:3
ფიორენტინა – იუვენტუსი 2:0
ატალანტა – ემპოლი 0:1
სპეცია – ნაპოლი 0:3
ინტერი – სამპდორია 3:0
სასუოლო – მილანი 0:3
სალერნიტანა – უდინეზე 0:4
ვენეცია – კალიარი 0:0
GIPHY App Key not set. Please check settings