in ,

ჩვენ ვეხსომებით – სიტი ჩემპიონია: XXXVIII ტური

ინგლისში საგიჟეთი მოაწყვეს: “სიტიმ”, რომელსაც ერთი ჩვეულებრივი გამარჯვება აკლდა ჩემპიონის ტიტულამდე, “მოახერხა” და თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 0:2-ს აგებდა. ზუსტად ამ მომენტში შეუშვა გვარდიოლამ გიუნდოგანი მოედანზე და მანაც არ დააღალატა არც მწვრთნელი და არც ქომაგები. გერმანელმა ორი გოლი გაიტანა, მის გოლებს შორის ერთი როდრიმაც შეაგდო და ჯამში 13-წუთიან მონაკვეთში “სიტიმ” დაუჯერებელი ქამბექი დადო, რის გამოც სავალდებულო 3 ქულა მიითვალა და ჩემპიონიც გახდა.

This image has an empty alt attribute; its file name is 7UH6LLEAY7FD5HGYLIS7ODAYJE-1024x576.jpg

“ლივერპულსაც” ერთობ გაუჭირდა “ვულვზის” გატეხვა, თან “ეტიჰატიდან” კარგი ამბები მიდიოდა “ენფილდზე”, თუმცა მერე გატანილ გოლებს “ლივერპულისთვის” დიდი შვება აღარ მოუტანია.

გასარკვევი კიდევ იყო ორი რამ: მე-4 ადგილი “ტოტენჰემმა” უპრობლემოდ გაინაღდა და ამით მოსისხლე “არსენალს” აჯობა, რომელიც ევროპა ლიგაზე წავა. ევროპა ლიგაზე გამოვა მე-6 ადგილოსანი “მანჩესტერიც”, ხოლო “ვესტ ჰემს” კონფერენს ლიგა უწევს.

გასავარდნ ზონაში “ლიდსს” გაუმართლა, რომელმაც მსაჯის მიერ წამატებულ დროში მოიგო, ხოლო კონკურენტმა “ბარნლიმ” ვეღარ შემოაბრუნა თამაში “ნიუკასლთან” და გავარდა.

„სიტი“ ინგლისის ჩემპიონი მე-8 გახდა.

„სიტიმ“ ჩემპიონობა მე-4 მოიგო ბოლო 5 წელიწადში.

გვარდიოლამ მე-4 მოიგო პრემიერლიგა, მან მოურინიოსა და ვენგერს გადაასწრო. უფრო მეტი ტიტული მარტო ფერგიუსონს აქვს – 13.

გვარდიოლამ მოიგო 32-ე ტროფეი სამწვრთნელო კარიერაში და მე-11 – ბოლო 6 წელიწადში „სიტიში“.

გვარდიოლა: “ჩვენ ლეგენდა ვართ, ჩვენ ვეხსომებით. ისეთ მეტოქეს, როგორიც “ლივერპულია” ცხოვრებაში არ შევხვედრილვარ”.

ფერნანდინიომ პრემიერლოიგა მეხუთედ მოიგო და დაეწია რუნის, ტერის და აგუეროს.

ალისონმა და ედერსონმა „ოქროს ხელთათმანი“ მოიგეს. მათ 20-20 მშრალი მატჩი აქვთ.

„მანჩესტერმა“ მე-9 დაასრულა სეზონი „სიტიზე“ დაბლა. ამჯერად სხვაობა – 35 ქულა.

სალაჰი საუკეთესო ასისტენტი გახდა (13 პასი) და სონთან ერთად ბომბარდირობა გაიყო – 23 გოლი.

სალაჰი სამჯერ გახდა პრემიერლიგის ბომბარდირი. მარტო ანრი იყო 4-ჯერ.

პრემიერლიგა – XXXVIII ტური

არსენალი – ევერტონი 5:1
ბრენტფორდი – ლიდსი 1:2
ბრაიტონი – ვესტ ჰემი 3:1
ბარნლი – ნიუკასლი 1:2
ჩელსი – უოტფორდი 2:1
კრისტალ პალასი – მანჩესტერი 1:0
ლესტერი – საუთჰემპტონი 4:1
ლივერპული – ვულვერჰემპტონი 3:1
სიტი – ასტონ ვილა 3:2
ნორვიჩი – ტოტენჰემი 0:5

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშია და კანკავა სეზონის სიმბოლურში მოხვდნენ

მეტი არ მაქვს: 11 წლის შემდეგ – მილანში მთელი ოჯახი ჩემპიონია – XXXVIII ტური