in ,

კალაძის ერთი გუნდი ჩემპიონი ხდება, მეორე ვარდება – XXXVI ტური

იტალიაში გრძელდება მილანური საჩემპიონო დერბი. ახლა ისეთი დრო დადგა, რომ „ინტერს“ უწევს „მილანის“ ფეხის დაცდენას ელოდოს. თუმცა „ინტერმა“ თავისი მატჩი ისე დაიწყო, რომ ფეხი თავად დაუცდა, მაგრამ მალევე წამოდგა, პირველ ტაიმშივე გაათანაბრა 2-ბურთიანი ჩამორჩენა და მეორე ნახევარშიც შეაგდო კიდევ 2 გოლი.

გოლი პირველმა „მილანმაც“ გაუშვა და ტაიმის მიწურულს გაათანაბრა, მეორეში კი ჯერ დასაწყისში და შემდეგ ბოლოსკენ გაიტანა და გადამწყვეტი ქულების დაკარგვა არ დაუშვა. „როსონერის“ ბოლო 4 თამაში მოგებული აქვს. 2 ტურით ადრე, კალაძის ყოფილ გუნდს 4 ქულა სჭირდება, ეს ორი თამაში კი „ატალანტასთან“ და „სასუოლოსთან“ აქვს დარჩენილი.

ცოტა მოეშვა და უგულოდ თამაშობს „იუვენტუსი“. ტურინელებმა 87-ე და 96-ე წუთებზე (პენალტით) გაუშვეს გოლები და ისე წააგეს გადარჩენისთვის ბრძოლაში ხავსმოჭიდებულ კალაძს კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან – „ჯენოასთან“.

გადარჩენისთვის ბრძოლაში კი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა „სალერნიტანასა“ და „კალიარის“ შორის. მასპინძლებმა დაუჯერებელი სერია მოიწყვეს: ამ აუტსაიდერმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო (1 ფრე) და ბოლო სამ ადგილს დაუსხლტა, თუმცა მხოლოდ 1 ქულით და მის ქვემოთ მყოფ „კალიარისთან“ ურთიერთამაშს ოქროს ფასი დაედო. დაძაბულმა შეხვედრამ სტატუს-ქვო ვერ შეცვალა. მეორე ტაიმში პენალტით დაწინაურებული მასპინძლები მალე კაცნაკლული დარჩნენ (რიბერი გააგდეს), ხოლო სტუმრებმა გამათანაბრებელი გოლი 90+9 წუთზე გაიტანეს. მოკლედ, „სალერნიტანა“ ისევ 1 ქულით უსწრებს „კალიარისაც“ და გასავარდნ ზონასაც.
თანაც გასათვალისწინებელია კალენდარიც. „კალიარის“ მართალია შინ, მაგრამ სუპერმოტივირებულ „ინტერთან“ უწევს შეხვედრა, ხოლო „სალერნიტანა“ უკვე უმოტივაციო „ემპოლის“ ესტუმრება.

„იუვენტუსმა“ სკუდეტოს შანსი დაკარგა. გუნდი მე-3 ადგილზე ზემოთ ვერ ავა.

ალეგრი: „გაწბილებული ვარ წაგების გამო, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა სატურნირო ცხრილში მდგომარეობისთვის“.

დიბალა მე-9 ადგილზე გავიდა „იუვეს“ საუკეთესო ბომბარდირებში. ის ბაჯოს დაეწია – 115 გოლი. ლიდერი დელ პიეროა – 290.

სერია ა – XXXVI ტური

ინტერი – ემპოლი 4:2
ჯენოა – იუვენტუსი 2:1
ტორინო – ნაპოლი 0:1
სასუოლო – უდინეზე 1:1
ლაციო – სამპდორია 2:0
სპეცია – ატალანტა 1:3
ვენეცია – ბოლონია 4:3
სალერნიტანა – კალიარი 1:1
ვერონა – მილანი 1:3

ორშაბათი, 9 მაისი
ფიორენტინა – რომა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მე ამ ფორმის რა ღირსი ვარ და ქალაქური ნუგეში – XXXVI ტური

ატლეტიკომ რეალი პირველად დაამარცხა, დერეფანი კი არ გაუკეთა – XXXV ტური