in ,

ატლეტიკომ რეალი პირველად დაამარცხა, დერეფანი კი არ გაუკეთა – XXXV ტური

მადრიდული დერბი ცალმხრივად იყო საინტერესო, ქულები მარტო მასპინძელ „ატლეტიკოს“ სჭირდებოდა და შედეგიც შესაბამისი დადგა. უკვე გაჩემპიონებულ გუნდთან არასტაბილურმა „ატლეტიკომ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მიითვალა და შესაძლოა სწორედ ეს გახდეს კიდეც ოთხეულში მოხვედრის გარანტი. ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე პენალტით კარასკომ გაიტანა. ამ გამარჯვებით მე-4 ადგილზე მყოფმა „ატლეტიკო“ 6 ქულით გაასწრო მდევარ „ბეტისს“ და 3 ტურით ადრე მშვენიერი ფორა შეიქმნა. მეტიც, მადრიდელები „სევილიას“ მიუახლოვდნენ და მხოლოდ 1 ქულაში არიან.
და კიდევ: “ატლეტიკომ” მეტოქეს საჩემპიონო დერეფანი არ მოუწყო.

საშინელი შედეგები აქვთ იმ გუნდებს, რომლებთაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის უნდა ებრძოლათ. იმის ნაცვლად ბოლო ძალები მოეკრიბათ და გადამწყვეტი ქულები დაეგროვებინათ, პირიქით, ანიავებენ და ანიავებენ. ეს კი მარტო ერთ გუნდს არ ეხება. „ბეტისი“ და „სოსიედადი“ მე-4 ადგილისთვის ბრძოლის რეალური კანდიდატები იყვნენ და ზედიზედ 4 მატჩია 1-იც ვერ მოუგიათ. შესაბამისად, „ატლეტიკოც“ მშვიდადაა და თავადაც კი კარგავს ქულებს, მაგრამ მაინც ასწრებს ამათ. ერთი პერიოდი კარგად მოთამაშე „ვილიარეალმაც“ მოუხშირა დანაკარგებს და ფრთხილად უნა იყოს, საერთოდ ევროზონიდან არ მოუწიოს გამოვარდნა, მით უმეტეს, რომ „ატლეტიკს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

გადარჩენისთვის ბრძოლაში ფინალივით მატჩი შედგა. „მალიორკა“ კი უსწრებდა გასავარდნ ზნონაში მყოფ „გრანადას“, შინაც ეთამაშებოდა, მაგრამ მოახერხა, რომ ერთბაშად 6 გოლი გაეშვა. ამის გამო „გრანადა“ ამოძვრა ფსკერიდან და „მალიორკა“ გაუშვა გასავრადნ ზონაში. სხვაობა 2 ქულაა.

„ატლეტიკომ“ „რეალს“ პირველად მოუგო 2018 წლის შემდეგ. სერია გამარჯვებების გარეშე 8 მატჩი გაგრძელდა.
ლა ლიგაში კი “ატლეტიკოს” 2016 წლის თებერვლის მერე არ მოეგო “რეალისთვის”.

“ატლეტიკომ” “რეალი” პირველად დაამარცხა “ვანდა მეტროპოლიტანოზე”.

„რეალს“ 2 წაგება აქვს ჩემპიონატის ბოლო 11 მატჩში – „ბარსასგან“ და „ატლეტიკოსგან“. სხვა დანარჩენი მოიგო.

დიეგო სიმეონე: „აღფრთოვანებული ვარ ანჩელოტით. ის ერთნაირად იქცევა გამარჯვების და დამარცხების დროს“.

ანჩელოტი: „რეალს“ არ სჭირდებოდა ქულები, მაგრამ გვინდოდა კარგად გვეთამაშა. და ჩვენ ეს გავაკეთეთ“.

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე.

დანი ალვეშმა ლა ლიგაში მე-100 საგოლე პასი მისცა. ბოლო 30 წელიწადში უფრო მეტი ჰქონიათ მარტო მესის და ფიგუს.

ჩავი: „ბარსელონამ“ ლა ლიგის ყველა ტოპ 10 დაამარცხა მე-2 წრეში. ნოემბერში ევროპა ლიგის ზონასთან ახლოსაც არ ვიყავით, მაგრამ მოვახერხეთ ვითარების შეცვლა“.

„ბარსელონამ“ „ბეტისს“ საპატიო დერეფანი მოუწყო ესპანეთის თასზე გამარჯვების გამო.

ლა ლიგა – XXXV ტური

ლევანტე – სოსიედადი 2:1
მალიორკა – გრანადა 2:6
ბილბაო – ვალენსია 0:0
სელტა – ალავესი 4:0
კადისი – ელჩე 3:0
ბეტისი – ბარსელონა 1:2
ხეტაფე – რაიო ვალეკანო 0:0
ვილიარეალი – სევილია 1:1
ესპანიოლი – ოსასუნა 1:1
ატლეტიკო – რეალი 1:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კალაძის ერთი გუნდი ჩემპიონი ხდება, მეორე ვარდება – XXXVI ტური

საოცარი დრიბლინგი და მკვლელი ცაცია – იტალიური მედია კვარაცხელიაზე