in

46 წლის წინ, ამ დღეს, პანენკამ დასავლეთ გერმანიას პანენკათი გაუტანა

გეხსომებათ ზიდანის პანენკა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, პირლოსი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისთან, ანდაც აგუეროს გაცუდებული “ჩელსისთან”, როცა ედუ მენდი არ გადახტა და ბურთს დაელოდა.

ჰოდა, ყველას ეს პანენკა აკერია პირზე და საინტერესოა საიდან იღებს სათავეს.

1976 წლის 20 ივნისია, გაგანია ევროპის ჩემპიონატის ფინალი. ჩეხოსლოვაკია დასავლეთ გერმანიას ეთამაშება. მე-8 წუთზე შველიჰკმა შეაგდო, 25-ე ზე დობიაშმა დაამატა და გერმანელები შოკში არიან. ახლა გვარებს დააკვირდით. 28-ე წუთზე დიტერ მიულერს გააქვს და სხვაობა მცირდება, 89-ე ზე კი ჰიოლცენბაინი ათანაბრებს და მატჩი დამატებით დროში გადადის. იქაც ვერაფერი და წავედით პენალტებზე.

რა გერმანია იყო, კაცს ნერწყვი მოადგება. ჰო, ამ დროს გერმანია მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია. 1974 წელს რინუს მიხელსის „ტოტალური ჰოლანდია“ 2:1 რომ დაამარცხეს. კარში ზეპ მაიერი, დაცვის ბურჯი ფრანც ბეკენბაუერი, ბერტი ფოგტსი, იქვე ული ჰიონესი…

ჰოდა, გადამწვეტი პენალტის დროა და ეს ჩვენი ულვაშებიანი ანტონინ პანენკა ბურთთან მივიდა. მაიერი მარცხნივ გადახტა, ბურთმა კი თქვენთვის კარგად ნაცნობი ზემოდან ქვემოთ მიმავალი ტრაექტორია მოხაზა და ნაზად გადაკვეთა კარის ბადე. მაშინ ჩეხოსლოვაკებმა იჩემპიონეს და, სწორედ მაშინ დაიბადა ლეგენდარული დარტყმის სტილი პანენკა.

This image has an empty alt attribute; its file name is 17194.jpg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვატო არველაძე ბათუმში ვარჯიშობს

რეალმა რუდიგერი წარადგინა: დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები