in ,

ვატო არველაძე ბათუმში ვარჯიშობს

იყო დრო ვატო არველაძეს ნაკრებში დაუძახეს და ჩვენი პირველი გუნდის მაისურიც მოირგო. მაშინ ყველა ახალი ძლიერი ფორვარდის დაბადებას ელოდა, თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმე ისე ვერ მიდის, როგორც ყველა ვისურვებდით.

ვატო 2020 წლის სექტემბრიდან თურქულ „კარაგუმრუკში“ 2-წლიანი კონტრაქტით მივიდა, მაგრამ იქ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აკლდა. კონტრაქტი კლუბთან ზაფხულამდე იყო.

თურქეთიდან წამოსული არველაძე ბათუმის „დინამოში“ მივიდა და ფორმის აღსადგენად ვარჯიში ითხოვა. ვებგვერდ Matchday-ის ეს ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმაც დაუდასტურა.
„გიდასტურებთ, რომ ჩვენთან ვარჯიშობს. თავად გვთხოვა და ასეთ დროს ფეხბურთელს უარი როგორ უნდა უთხრა?! მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ლადო დავლიშვილმა.

ქართველი ფორვარდი ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტია.

წლის დასაწყისში დაიწერა, რომ ვატოს კარიერა თურქეთის რანგით მეორე, პირველ ლიგაში გაეგრძელებინა. მისით „მენემესპორი“ იყო დაინტერესებული.

არველაძეს პოლონურ „კორონაში“ თამაშობდა, დაბრუნების შემდეგ, მცირე ხნით თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა, მანამდე თურქეთში თამაშის გარკვეული გამოცდილებაც ჰქონდა – ერთი პერიოდი ის შოთა არველაძის გაწვრთნილ „კასიმფაშას“ ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა.

მოგეხსენებათ, ვატო არველაძე წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რევაზ არველაძის შვილია.

ვატო არველაძეს საქართველოს ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლიც გაუტანია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარბაროსებმა ინგლისი 52:21 დაამარცხეს: ქართველებმაც ითამაშეს

46 წლის წინ, ამ დღეს, პანენკამ დასავლეთ გერმანიას პანენკათი გაუტანა