ცნობილმა გერმანულმა ინტერნეტ-სააგენტო transfermarkt-მა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება გამოაქვეყნა. არ შემცირებულ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ლიგაში გადმოვიდა სათამაშოდ. ხვიჩა კვლავაც ჩვენი პირველობის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, თუმცა ამაზე ალბათ მაინც უკვე წარსულში უნდა ვისაუბროთ. ძალიან მალე კვარაცხელია თავის ახალ კლუბს, „ნაპოლის“ შეუერთდება.
ბათუმის „დინამოს“ კი კიდევ ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელები. ხუთეულში 4 ბათუმელია, პირველი სამეულიც ზღვისპირელებს უკავიათ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ლიგაში მილიონზე მეტად შეფასებული 4 მოთამაშეა, რაც პირველი შემთხვევაა.
საქართველოს ჩემპიონატის ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-5:
- ხვიჩა კვარაცხელია (დინამო ბათუმი) – 15.00 მლნ
- ზურიკო დავითაშვილი (დინამო ბათუმი) – 2.00 მლნ
- ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი) – 1.20 მლნ
- საბა კვირკველია (გაგრა) – 1,00 მლნ
- ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი) – 0,8 მლნ
GIPHY App Key not set. Please check settings