in ,

ქართველების ფასები დაკორექტირდა: ვის რა მოუმატეს და რა დააკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლოს მშვენიერი სპურტი მოაწყო, როდესაც ერთა ლიგაზე 4 მატჩიდან 3 მოიგო. ამან ჩვენს ფეხბურთელებს ფასიც აუწია და იმიჯიც.

გერმანულმა transfermarkt-მა მონაცემები დააკორექტირა, რაც ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო. თუმცა ყველა დადებითად არა.

სამწუხაროდ, შემცირებულია გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება, რაც მეორეს მხრივ ლოგიკურია. ჩაკვეტაძემ „ჰამბურგში“ ვერ გაამართლა და „გენტში“ დაბრუნება უწევს. მისი ფასი 2,3 მილიონი ევროდან 2 მილიონამდე შემცირდა. არადა, ერთ დროს ჩაკვეტაძეს 9 მილიონად აფასებდნენ.

მცირედით, მაგრამ შემცირდა საბა ლობჟანიძის შეფასება, რაც ცოტა გასაკვირია. საბას 4.3 მლნ ევრო უწერია, არადა 4.5 მლნ-ც იყო. ასევე მცირედით დაუვარდათ ფასი ვაკო ყაზაიშვილის (1,7 მილიონიდან 1,5 მლნ-მდე) და ვაკო გვილიას (750 ათასიდან 600 ათასამდე).

დიდი წინსვლა აქვს გიორგი მამარდაშვილს – მისი შეფასება 5-დან 10 მილიონამდე გაიზარდა.
მოიმატა ბუდუ ზივზივაძის ფასმაც – 800 ათასი ევრო (600 ათასი იყო). პოზიტივი დაუფიქსირდა ლუკა ლოჩოშვილს – 1,5 მლნ ევრო (1,2 მლნ) და გიორგი აბურჯანიას – 500 ათასი (300 ათასი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ფასი არ იკლებს: ბათუმი დომინირებს – ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

კარგი შეგრძნება: რონალდომ სატრენაჟორო დარბაზიდან ფოტო გამოაქვეყნა