ხვალ. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება და ზედიზედ მეოთხე მატჩის მოგებას შეეცდება.
გუშინ საღამოს ბულგარეთის ნაკრებს საბედისწერო შემთხვევა მოუხდა. გუნდი აეროპორტიდან სასტუმროში მიემართებოდა, როდესაც ბულგარელთა ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა და ავარიის შედეგად გუნდის ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი დაშავდა. მას ინგოროვას საუნევირსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
ამის შესახებ დღეს “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა, ექიმმა და სტაის წევრებმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს.
თამაშისთვის მოსამზადებელი პროცესი არატრადციულ და უჩვეულო რეჟიმში მიმდინარეობს. ძალიან სამწუხარო ინციდენტი შეგვემთხვა და ამან გეგმები აგვირია. გვსურს, მადლობა ვუთხრათ სამედიცინო კლინის წარმომადგენლებს დახმარებისთვის, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენდამი გამოჩენილი ყურადღებისთვის. თითქმის 68 საათი არ გვძინებია. ყველამ გულთან ახლოს მიიტანა ეს ამბავი და გულშემატკივრობდა ჩვენი ფეხბურთელის ჯანმრთელობას. ამ დროის განმავლობაში ყველასგან დიდი თანადგომა ვიგრძენით. ტოდორ ნედელევი ძლიერი ფეხბურთელი და ადამიანია და იმედია ის მალე უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.
ადამიანის ჯამრთელობა რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია. გავრცელდა ხმები, რომ ჩვენს გვსურდა მატჩის გადადება, მაგრამ ჩვენი გუნდი ხვალ გავა მოედანზე, ტოტოდ ნედელევისთვის და ბულგარეთისთვის იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
შუადღის 12 საათამდე საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიყომფებოდით. ნედელებვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
ნედელევს ჰქონდა ამნეზიის მომენტები, ჰქონდა ძლიერი სისხლდენა თავის არედან, მაგრამ დიდი მადლობა სამედიცინო დაწესებეულების ყველა წევრს. ამ ეტეპაზე ყველაფერი ნორმალურადაა. ის კიდევ 2 დღე დარჩება რეანიმაციაში, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნება ნეოროქირურგულ განყოფილებაში და ამის შემდეგ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის შეძლებს ტოდორ ნედელევი ბულგარეთში დაბრუნებას. დაახლოებით 3-4 თვეში იქნება იმის პროგნოზირება შესაძლებელი, თუ როდის დაუბრუნდება იგი მოედანს.
ნაკრებში ეიფორია არ არის – საქმე ბოლომდეა მისაყვანი: სანიოლის და კიტეიშვილის პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში სამიდან სამი მოგება აქვს და ცხრა ქულით ჯგუფის ლიდერია. ბულგარეთი კი, 2 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
საქართველო ბულგარეთის მატჩი ხვალ 20:00-ზე ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings