in ,

ნაკრებში ეიფორია არ არის – საქმე ბოლომდეა მისაყვანი: სანიოლის და კიტეიშვილის პრესკონფერენცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რომელმაც ერთა ლიგის C4 ჯგუფში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხვალ ბულგარეთის ნაკრებს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება.

დღეს, “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მედიის წარმომადგენლების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა უპასუხეს.

ვილი სანიოლი

“პრესკონფერენციის დაწყებამდე მსურს გამოვეხმაურო ძალიან სამწუხარო ინციდენტს, რომელიც ბულგარეთის ნაკრებს შეემთხვა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და დაშავებულ ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ რამდენიმე მატჩში წარმატებას მიაღწია.  ძალიან ცუდი პერიოდი გვქონდა, გასულ სექტემბერში მარცხი კოსოვოსთან, მტკივნეული მარცხი ბულგარეთთან და ამ ყველაფრის ფონზე ეს შედეგები ორმაგად გასახარია.  არ ვთვლი, რომ   ნაკრები ზედმეტ ეიფორიაში იქნება, რადგან ჩვენს ნაკრებში პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობენ, არის დიდი კონკურენცია, გარანტირებული არავის აქვს ნაკრებში ადგილი და მათ მუდმივად უწევთ თავიანთი შესაძლებლობლების დამტკიცება, ასე რომ ეიფორია და მეტოქეზე ქედმაღლურად, არასერიოზულად მოპყრობა გამორიცხულია.

ჩვენ ოფიციალურ შეხვედრებამდე რამდენიმედღიანი შეკრება გვქონდა და ვიმუშავეთ სტანდარტული სიტუაციების უკეთ გამოყენებაზე. ასევე, ფეხბურთელებს მეტი თავდაჯერებულობა აქვთ.

გიორგი წიტაიშვილს, რაც შეეხება ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ამ სათამაშო სქემაში მარცხენა მცველის/ვინგერის პოზიციაზე კარგად ჩაჯდა. ამ პოზიციაზე ასევე გვყავს ირაკლი აზაროვი, გურამ გიორბელიძე. ნაკრებში ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან მახარებს.

მე  სულ ვამბობდი, რომ ნაკრებში სამი უმაღლესი დონის მეკარე მყავს. გიორგი მამარდაშვილმა ძალიან კარგი მატჩები აჩვენა „ვალენსიას“ შემადგენლობაში: „რეალის“, „ბარსელონას“ წინააღმდეგ და არ ვთვლი, რომ მისი დაყენება დიდი რისკი იყო.

რამდენიმე ფეხბურთელს თამაში არ მოუწია და ტრიბუნაზე მოუწიათ თამაშის დროს ყოფნა. ჩვენ ორი თავდამსხმელი გყავს ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან და ამიტომ ბექასთვის ამ ეტაპზე გუნდში მოხვედრა რთულია, მაგრამ ის ახლა მიიღებს დიდ გამოცდილებს, რომელიც სამომავლოდ გამოადგება.

თამაშებს არც კვარაცხელია იგებს, არც კიტეიშვილი, არც მე და არც სხვა ვინმე. თამაშებს საქართველო იგებს.

ოთარ კიტეიშვილი

რთული პერიოდი მქონდა. სერიოზული ტრავმა მივიღე სეზონის დასაწყისში და ბევრი თამაში გამიცდა, მაგრამ ვცდილობ ნაკრებში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და ნელ-ნელა დავბრუნდე ფორმაში.

გუნდში კარგი ატმოსფეროა.  ერთ კვირაში სამი თამაში მოვიგეთ, მაგრამ  საქმე ბოლომდეა მისაყვანი.

საქართველო ბულგარეთის მატჩი ხვალ, “დინამო არენაზე” 20:00-ზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოედანზე თუ შევარდებით, საერთოდ გავარდებით: ინგლისში ფანებს საქციელს გაუკონტროლებენ

ნედელევს ამნეზიის ნიშნები და თავის ქალიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა – ხვალ მისთვის და ბულგარელი ხალხისთვის ვითამაშებთ