in ,

გეკითხათ და გეტყოდით. დინამოს აკადემიის ყოფილი მწვრთნელი თანამემამულე ბულგარელებს გაუწყრა

საქართველოს ნაკრებისაგან აწიოკებულ ბულგარელებს სიმშვიდე ჯერაც ვერ მოუპოვებიათ. ამჯერად, ბულგარულმა გამოცემა „ბულგარია პოსტენმა“ ინტერვიუ „დინამოს“ აკადემიის ყოფილ მწვრთნელ ვესკო ბრანიმოროვთან ჩაწერა.


2016 წელს ბულგარელი სპეციალისტი თბილისში მუშაობდა და ყოველდღიურად ავარჯიშებდა ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილს, გიორგი მამარდაშვილს, ირაკლი აზაროვს, ანზრო მექვაბიშვილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს. ექვსივე ფეხბურთელი რაზგრადში ნაკრებთან ერთად იყო.


„როდესაც მათთან მუშაობა დავიწყე 15-16 წლისანი იყვნენ. მათი ნიჭი აშკარა იყო. თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრების კაპიტნები, სწორედ ისინი იყვნენ“. განსაკუთრებით გამოსაყოფაია, ბულგარელის აზრი „დინამოს“ აკადემიის სტრუქტურის შესახებ და მან რამდენიმე ფაქტორი გამოყო. „ პირველ რიგში, მათ ასაკობრივი გუნდი 16 წლის ასაკში დატოვეს და სათამაშოდ უმაღლესი ან პირველი ლიგის გუნდებს მიაშურეს, რამაც მათი უსწრაფესი ზრდა განაპირობა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მასტერკლასები, რომლებსაც ეს ბიჭები ჩვენგან იღებდნენ. კონკრეტული პოზიციების მიხედვით, მათთან ინდივიდუალური მუშაობა გვქონდა“.

ამის შემდეგ ბულგარელი აკადემიის ინფრასტრუქტურასაც შეეხო: „უმაღლესი დონის აკადემიაა. 3 უახლესი ხელოვნურ საფრიანი მოედანი, რომლებიც ხარისხით მიუნხენის „ბაიერნისას“ უტოლდებიან. ეს ყველაფერი კი კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ გააკეთა და არა სახელმწიფომ“. ბრანიმოროვის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფიზმომზადების ნაწილი იყო: „ 13 წლის ასაკიდან მათ ფიტნეს ცენტრში ამზადებენ და შეამჩნევდით, ფიზიკურად როგორ დაგვჩაგრეს. ბულგარელთა კუნთის მასა ახლოსაც ვერ მივა ქართველებთან და თავადაც ნახეთ, უბრალოდ წაგვლეკეს“.


ბულგარელი ყველაზე მეტად იმ ფაქტმა განარისხა, რომ მატჩამდე მას არავინ დაკავშირებია აზრის საკითხავად. ხსენებულ მოთამაშეებს ხომ ის ძალიან კარგად იცნობს. ჰოდა, ძალიანაც კარგი. ახლა, მთლად ისეც ნუ გაიგებთ, რომ ბრანიმოროვთან კონსულტაციის შემთხვევაში ბულგარეთი დაგვამარცხებდა, თუმცა უფრო ზუსტ ინფრომაციას ნადმვილად მიიღებდნენ.

თავის მხრივ, ჩვენებს არ დავიწყებიათ მადლობის გადახდა ვესკოსათვის. თემურ უგრეხელიძემ მატჩის შემდეგ დაწერა: „ვესკო, ეს გამარჯვება შენც გეკუთვნის, დიდი მადლობა დახმარებისთვის“. არადა ამ კაცმა აკადემიაში სულ 1 წელი იმუშავა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამი ფინალის მასპინძელი სტადიონი ცნობილია

თბილისში კარგი მოგონებებით დავბრუნდებით, თუ… ვილი სანიოლს უნდა, რომ ცდებოდეს