in ,

ბულგარეთის მწვრთნელი: ვერ ვიხსენებ 4 გოლი ბოლოს როდის გავიტანეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა და სექტემბრის სანაკრებო ფანჯარა ვილი სანიოლის გუნდმა 3 წაგებით დაასრულა. ტესტ-მატჩის შემდეგ კომენტარი ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა გააკეთა, რომელიც ლოგიკურია, რომ გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი იყო.

‘კმაყოფილი ვარ. სასტარტო შემადგენლობაში 9 ახალი ფეხბურთელი იყო და შესანიშნავად ითამაშეს, მინდა ისინი შევაქო. არ მახსოვს 4 გოლი რამდენი ხანი არ გვქონდა გატანილი, სამწუხაროა, რომ ერთი გოლი გავუშვით. კიდევ გვქონდა 2-3 საგოლე მომენტი, რომლის რეალიზაცია შეგვეძლო. ძალიან მჭიდრო გრაფიკში ვითამაშეთ და როტაცია საჭიროა, ბედნიერი ვარ, რომ არჩევანი არსებობს და ძირითადი შემადგენლობის შერჩევის პრობლემა ჩემთვის ყველაზე ტკბილი პრობლემაა. როგორც წესი, ბულგარელი გულშემატკივარი ამბობს, რომ საქართველო სუსტი გუნდია, მაგრამ სუსტი გუნდები არ არსებობენ, მათაც ჰქონდათ საგოლე მომენტები, ცდილობდნენ გოლის გატანას და საკმაოდ კარგად ითამაშეს”, – თქვა ბულგარელთა თავკაცმა.

საქართველოს ნაკრებს ბოლო 4 თამაში წაგებული აქვს – ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებთან (0:3), ოფიციალური მატჩები კოსოვოსთან (0:1) და ესპანეთთან (0:4) და ახლა უკვე ბულგარეთთან (1:4) სპარინგი. ვისანიოლის გუნდი უახლოეს თამაშს 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სირცხ(ვილი): ქართულ ფეხბურთს არხევს ქარი-სამარცხვინო სანაკრებო პაუზა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

18 წლის ცოტნე ბენდიანიშვილი ბელგიურ კორტრაიკში ითამაშებს: მესამე ქართველი იუპილერ ლიგაში

ვილი სანიოლი: ასეთი მარცხის შემდეგ, რთულია რაიმე პოზიტივის გამონახვა