in ,

გამარჯვება პირველ ადგილს გაგვიმყარებს: გულშემატკივრები ნედელევს გაამხნევებენ -დინამო არენა ანშლაგის მოლოდინში

დღეს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელსაც სამიდან სამი მოგება აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს დღეს ბულგარეთის დამარცხებას და ლიდერობის განმტკიცებაც შეეცდება.

დღეს გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად გაინაღდებს პირველ ადგილს. მაკედონიელებმა თუ გიბრალტარს მოუგეს ჩვენთან სხვაობა 5 ქულამდე ექნებათ. ჩრ.მაკედონიის ნაკრებთან მარცხის შემთხვევაშიც კი, საქართველოს ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტართან ქულის აღების შემთხვევაშის პირველი ადგილით გავა.

საქმე ისაა, რომ პირველ ადგილოსნებს შორის ვის ექნება უკეთესი ქულათა რაოდენობა, ბურთების შეფარდება, რადგან სწორედ ეს მაჩვენებლები გადაწყვეტს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.

ამ დროისთვის ჩვენ 9 ქულა აქვს, ბურთების შეფარდება 12:2-ზე . თავის ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა თურქეთის ნაკრები, რომელსაც ბურთების შეფარდება 12:0-ზე აქვს. საბერძნეთს 9 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების შეფარდება 5:0-ზე და ამ მაჩვენებლით საკმაოდ ჩამოგვრჩება. ყაზახეთს 7 ქულა აქვს, მაგრამ ყაზახებს ჯერ ბელარუსთან სერიოზული ბრძოლა აქვს პირველობისთვის.

ასე რომ, ყველა მატჩს და თითოეულ ქულას, თითოეულ გოლს დიდი მნიშვნელობა აქვს. მითუმეტეს, დღეს “დინამო არენაზე” ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე ანშლაგს და საოცარ ქომაგობას ველოდებით.

როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, გუნდში ეიფორია არ არის და ყველა გაცნობიერებული აქვს, რომ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდეა მისაყვანი.

ნაკრებში ეიფორია არ არის – საქმე ბოლომდეა მისაყვანი: სანიოლის და კიტეიშვილის პრესკონფერენცია

ბულგარეთის ნაკრები კი თამაშს, გარდა სატურნირო მდგომარეობისა, რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხვდება. თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები, როდესაც აეროპორტიდან სასტუმროში მიემართებოდა ავარიაში მოჰყვა. ავარიის შედეგად, ბულგარელთა ერთ-ერთი ლიდერი ტოდორ ნედელევი დაშავდა და ოპერაცია დასჭირდა. ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ივანოვის განცხადებით ბულგარეთის ნაკრები მოედანზე გავა და ტოდორისთვის, ასევე ბულგარელი ხალხისთვის ითამაშებს.

ნედელევს ამნეზიის ნიშნები და თავის ქალიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა – ხვალ მისთვის და ბულგარელი ხალხისთვის ვითამაშებთ

ასევე გეტყვით იმას, რომ დღეს მატჩის მერვე წუთზე ქართველი გულშემატკივრები აპლოდისმენტებით ტოდორ ნედელევს გაამხნევებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნედელევს ამნეზიის ნიშნები და თავის ქალიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა – ხვალ მისთვის და ბულგარელი ხალხისთვის ვითამაშებთ

ვეღარ: ბულგარეთს ვერ გავუტანეთ – საქართველო მაინც პირველია