in

საქართველოს 15 „მილიონერი“ ფეხბურთელი ჰყავს: ჯგუფში ყველაზე იაფი ჩვენ არ ვართ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა და ეს ჩვენს ფეხბურთელებსაც დაეტყოთ – მათ ფასი დაედოთ.

Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების 15 ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ერთ მილიონ ევროს აღემატება.

ყველაზე ძვირად ღირებული ცხადია ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასი 80 მილიონი ევროა.

ჯამში კი ჩვენი ნაკრების საბაზრო ღირებულება: 156.5 მილიონი ევრო გამოვიდა.

საინტერესოა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ჩვენი გუნდი ყველაზე „იაფი“ არ არის და ჩეხეთს ოდნავ უსწრებს, თურქეთს ლამის ორჯერ ჩამორჩება, ხოლო პორტუგალია ბევრად წინაა.

პორტუგალია: 1,06 მილიარდი ევრო
თურქეთი: 303,45 მილიონი ევრო
საქართველო: 156,50 მილიონი ევრო
ჩეხეთი: 146,65 მილიონი ევრო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გაწვრთნის ხვიჩას? სია სამ კაცამდე შემცირდა

კვარაცხელიამ შესაძლოა ნაპოლი დატოვოსო, ხვიჩა ნეაპოლში ბედნიერი არ არისო