in

კვარაცხელიამ შესაძლოა ნაპოლი დატოვოსო, ხვიჩა ნეაპოლში ბედნიერი არ არისო

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლი” შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “კვარას” აგენტი მამუკა ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში გაემგზავრება და ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

“ჯუღელის იტალიაში აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ისაუბრებენ, ქართველის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, ჩავის “ბარსელონაში” დარჩენამ კვარაცხელიას “ბლაუგრანაში” გადასვლის შანსი გაზარდა, “კვარა” დიდი ხანია რაც ესპანელი სპეციალისტის სასურველი ფეხბურთელების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით

ყველა ტურნირზე ჯამში 41 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელე ამეტრანომ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან და თამაშის სურვილი არ აქვთ:

„ვფიქრობ, ყოველთვის უკეთესია ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღება, თუნდაც ისეთ უმნიშვნელოში, როგორიც კონფერენს ლიგაა, ვინაიდან, თუ გინდათ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გყავდეთ, სერია A-სთან ერთად საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობაა საჭირო. კონფერენს ლიგა ის არაა, სადაც ყველა ფეხბურთელს თამაში სურს და არც გულშემატკივრებს ხიბლავს, თუმცა ასე სჯობია.

როგორც ჩანს, გუნდის წევრები უკმაყოფილოები არიან, თამაშის, ერთად ყოფნის და ურთიერთობის სურვილი დაკარგეს. მე ვხედავ ფეხბურთელებს,
რომლებიც ბედნიერები არ არიან, მაგალითად, კვარაცხელია. თვით ოსიმენმა ცოტა აგრესიულობა დაკარგა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სეზონის დასრულებას მოუთმენლად ელიან. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ენთუზიაზმი დაკარგეს და მოტივირებულები არ არიან. მწვრთნელმა, ალბათ, კარგად იცის, ამ მომენტში ჯერ კიდევ ვის უნდა „ნაპოლისთვის“ იბრძოლოს“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს 15 „მილიონერი“ ფეხბურთელი ჰყავს: ჯგუფში ყველაზე იაფი ჩვენ არ ვართ

აიაქსი მიქაუტაძეს უშვებს და გამოსყიდვაზე მეცს დაელაპარაკება