in

რატომ უწოდა დე ლაურენტისმა კვარაცხელიას გარემოცვას “კლანი”?..

აურელიო დე ლაურენტისი, “ნაპოლის” პრეზიდენტი, რომლის დაუოკებელი სურვილი – საკუთარი თავი აქოს, კიდევ ერთხელ ვიხილეთ. ამჯერად მან “საჭორაოდ” ჟურნალისტები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე იხმო. პრესკონფერენია ორი საათი გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტები მაკარონისა და ლობიოს კერძზეც მიიპატიჟა.

ჯერ კიდევ ერ-რიადში, სუპერთასზე ყოფნისას დე ლაურენტისი ადგილობრივ ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ იტალიის სუპერთასის შემდეგ შეხვდებოდა მათ და პირობაც შეასრულა.

ბევრ საინტერესო თემას შორის ერთი კითხვა ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებაც დაისვა. ვინჩენცო დ’ანჯელოს კითხვას აურელიო ამ სიტყვებით პასუხობს:

“2-3 თვის წინ კვარას კლანს დავურეკე. მათ კონტრაქტზე სასაუბროდ აქვე, ჩემს ოფისში შევხვდი. ყველაფერი ავუხსენი, თუმცა მიპასუხეს, რომ ამ თემას მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მიუბრუნდებოდნენ”.

როგორც წესი იტალიელი ჟურნალისტები, როდესაც ფეხბურთელთა ახლობლებზე საუბრობენ ფრანგულ ტერმინს Entourage ხმარობენ, რაც ფეხბურთელის გარემოცვას დადებით კონტექსტში მოიხსენიებს. დე ლაურენტისი კი ქართველ გარემარბის გარემოცვას “Il clan di Kvara” მოიხსენიებს, რაც შემთხვევითი სულაც არ არის.

აურელიოს მიზანია კვარა კიდევ ერთი სეზონი დაიტოვოს. შემდეგ მასაც ისევე გაუფუჭოს სახელი და მის მიმართ ნეგატიური გარემო შექმნას, როგორც ეს პიოტრ ჟელინსკის შემთხვევაში გააკეთა.

ახლა უკვე მამუკა ჯუღელის მოხერხებაზეა დამოკიდებული, ხვიჩას “ნაპოლიში” ჩატოვებს თუ არა?! ხშირად იმასაც მეუბნებიან, რომ კვარამ “ნაპოლის”თავი რომ დააღწიოს, გვერდით გამოცდილი საფეხბურთო აგენტი უნდა დაიყენოს. ისეთი, რომელმაც დე ლაურენტისთან ლაპარაკი იცის.

lelo.ge

What do you think?

-5 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ბიჭებო, რა ხდება? რა სჭირდება ნაპოლის და კვარა ზედმეტად ინდივიდუალურია