in

ხვიჩას აგენტი ნაპოლის პრეზიდენტთან: პირობებია გადასახედი

ხვიჩა კვარაცხელიამ შეკრებაზე მყოფ „ნაპოლიში“ პირველად ითამაშა სპალ-თან მეორე ტაიმი (1:1). ამ მატჩს ესწრებოდნენ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დი ლაურენტისი და ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი. იქვე იყო ხვიჩას ძმა, თორნიკე კვარაცხელიაც. მათი შეხვედრის ამბავი იტალიურ პრესას არ გამორჩენია. ცხადია, საუბარი ტრანსფერს ეხება, კვარაცხელიას გადაბირება ბოლოს ჩაფულიანებულმა „ნიუკასლმა“ მოისურვა, რომელიც დიდძალ თანხას ჩამოდის.

„ნაპოლიმ“ „ნიუკასლიგან“ ლამის 100-მილიონიანი წინადადება უარყო და ქართველს ვერ შეელია, შესაბამისად, მისი დატოვების სურვილი არსებობს და ალბათ კლუბი გარკვეულ დათმობებზე წავა.

ჯუღელი ვიზიტის მიზეზი კონტრაქტის გადახედვა და უკეთესი პირობების შექმნაა. ცხადია, იტალიურ გუნდში ქართველი ვერ იღებს იმხელა ხელფასს, რასაც პრემიერლიგაში შესთავაზებენ. კვარაცხელიას წლიური ჯამაგირი უნდა გაორმაგდეს და დაახლოებით 3 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

არ არის გამორიცხული ჯუღელმა „ნაპოლის“ პრეზიდენტს სხვა ქართველი ფეხბურთელებიც შესთავაზოს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე პრემიერლიგაში შესაძლოა მაინც წავიდეს: გამოჩნდა გუნდი, რომელიც ფულს ამატებს

საქართველო მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნაკრებებში მოხვდა: ვის ვუსწრებთ, ვინ გვისწრებს