დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი მატჩია, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად აინტერესებთ. მართალია იტალიის მოქმედი ჩემპიონი ვერ არის ფორმაში და არც მისი მეტოქე დაფრინავს, მაგრამ სახელები ძალიან დიდია – „ნაპოლი“ ეთამაშება „ბარსელონას“ ლიგის პლეი-ოფში და ეს სრულიად საკმარისია აფიშისთვის. მოუთმენლად ველით კვარაცხელიას თამაშს, რომელიც ძალიან მონდომებული იქნება ვინ იცის იქნებ თავისი მომავალი გუნდის წინააღმდეგ.
ნეაპოლელებს ზედ ამ მატჩის წინ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, სლოვაკი ფრანჩესკო კალცონა, რომელმაც ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა გუნდის კაპიტან დი ლორენცოსთან ერთად და მომდევნო მატჩზე ისაუბრა:
ფრანჩესკო კალცონა:
„მინდა სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კოვაჩიჩს მადლობა გადავუხადო, რომ შეთავსებით მუშაობის უფლება მომცეს. ასევე მადლობა სლოვაკ ხალხს ჩემი დიდი პატივისცემის გამო.
ბევრი ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი, მაგრამ პროცესის დაჩქარება მინდა. 4-3-3 ტაქტიკის მიმდევარი ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სქემას არ გამოვიყენებთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. „ბარსელონამ“ რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა ძლიერი გუნდია. ჩვენ კი „ნაპოლი“ ვართ და არავის არ უნდა გვეშინოდეს.
მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ, ფრე კარგი შედეგი არ იქნება და ვნახოთ, რა გამოგვივა. ნეაპოლში განსაკუთრებული გულშემატკივრები არიან და მათ გასახარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ვინ არის კალცონა, ცოტა სარი და ცოტა სპალეტი? სამ დიდ მწვრთნელთან ვიმუშავე (ასევე დი ფრანჩესკოსთან) და მათგან ბევრი რამ ვისწავლე”.
ჯოვანი დი ლორენცო:
„კარგია, რომ ახალი მწვრთნელი ბევრ მოთამაშეს იცნობს. პირველივე დღეს გასახდელში დიდი ენთუზიაზმით შემოვიდა. ერთიანები უნდა ვიყოთ, გვაქვს შანსი, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ.
მაძარის წასვლის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უკვე „ბარსელონასთან“ მატჩზე ვფიქრობთ. მოსაგებად მაქსიმუმც გავიღებთ“.
მატჩი თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings