in ,

კვარაცხელიას უნდა ვუფრთხილდეთ: ხვიჩამ მთელი ბარსელონა დააშინა

ბოლო დროს არც თუ დალხენილი „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მასზე არანაკლებ ცუდ დღეში მყოფ „ნაპოლის“ ეთამაშება სტუმრად. მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა და მთავარ მწვრთნელთან ერთად ნახევარმცველმა დე იონგმა ისაუბრა.

შეცდომების უფლება არ გვაქვს: ნაპოლი ვართ და არ უნდა გვეშინოდეს – ახალ მწვრთნელს ბარსასთან ფრე არ აწყობს

ჩავი:

„დიდი იმედით და ენთუზიაზმით ველოდებით „ნაპოლისთან“ შეხვედრას. მეოთხედფინალში გასვლა გვინდა. უნდა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია.
„ნაპოლის“ მწვრთნელის შეცვლით გაკვირვებული ვარ. მოწინააღმდეგეს ვაფასებთ, რადგან იტალიის ჩემპიონია. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეცვლის გუნდს. ალბათ, სხვა ტაქტიკას გამოიყენებს. თუმცა, ეს ჩვენთვის არაფერს არ ცვლის.
მათ განსაკუთრებით კარგი შემტევები ჰყავთ – პოლიტანო, ოსიმენი და კვარაცხელია. არ ვიცი, მის გვარს სწორად წარმოვთქვამ თუ არა, მაგრამ განსხვავების შექმნა შეუძლია. ერთი ერთზე მეტოქეს ადვილად ატყუებს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, მას უნდა ვუფრთხილდეთ.
ჩვენთვის საკუთარი კარის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.

შანსები 50/50-ზეა, ფავორიტი არ არის. ლევანდოვსკიმ რთული პერიოდი გადაიტანა, ლიდერია და მისი მეიმედება. მთავარია ჩემა ფეხბურთელებმა სიტუაცია აკონტროლონ. კარგად სათამაშოდ ყველა წინაპირობა გვაქვს“.

ისე უნდა მოვემზადოთ, რომ მოთამაშეებმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ჩვენზე ზეწოლა იქნება და ეს არ მიკვირს. ყოველთვის ასეა, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშებიან, ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად მონდომებულია.

ფრენკი დე იონგი:

„ნაპოლის“ ძლიერი გუნდი ჰყავს, უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი იტალიის ჩემპიონები არიან. ურთულესი მატჩი გვექნება.
კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა. მეტოქის მოტყუება, გოლების გატანა,
პასის გაკეთება კარგად გამოსდის. მის წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვითამაშოთ“.

„ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეცდომების უფლება არ გვაქვს: ნაპოლი ვართ და არ უნდა გვეშინოდეს – ახალ მწვრთნელს ბარსასთან ფრე არ აწყობს

ჰოლანდმა პრემიერლიგაში ყველა გუნდს გაუტანა: მანამდე ეს მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გამოსვლია