in

ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღე და გამორკვეული 1/8 ფინალისტები

ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ტური დაიწყო და უკვე ბევრი რამ ვიცით. გუშინდელმა მატჩებმა კი არაერთი 1/8 ფინალისტის ვინაობა გამოარკვია.

“ბრიუგემ” ვერც ამჯერად იმარჯვა, მაგრამ პლეი ოფის საგზური განაღდებული იყო და “ლევერკუზენთან” 0:0-მა ვერაფერი შეცვალა.

ჯგუფის მეორე მატჩში, “პორტომ” “ატლეტიკო” 2:1 დაამარცხა და გამოსვლა პირველ ადგილზე დაასრულა. სიმეონეს გუნდი კი მე-4 ადგილზე აღმოჩნდა და ევროპულ საღამოებს დაემშვიდობა.

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” შესახებ ვიცით. იტალიელები პირველ ადგილზე გავიდნენ, “ლივერპული” კი მეორეზე, “აიაქსი” გადაინაცვლებს ევროპა ლიგაზე, ხოლო “რეინჯერსმა” ყველაფერი წააგო და შინ მიემგზავრება.

პრინციპში, “ბაიერნის” 2:0-მა გამარჯვებამ “ინტერის” წინააღმდეგ ვერაფერი შეცვალა, რადგან აქ, ისედაც ყველაფერი გარკვეული იყო – “ბაიერნი” პირველზე, “ინტერი” მეორეზე, “ბარსა” მესამეზე და “პლზენი” ბოლოზე. ჰო, ბლაუგრანამ “პლზენი” 4:2 დაამარცხა.

აი ყველაზე დაძაბული სიტუაცია კი “ტოტენჰემის” ჯგუფში იყო. დეზებს 8 ქულა ჰქონდათ და 6 ქულიან “მარსელს” ესტუმრნენ. უუუდრამატულესი მატჩი კი ლონდონელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა და გამარჯვების გოლი პიერ ემილ ჰოიბერგმა 95-ე წუთზე გაიტანა.

მეორე მატჩში კი 7-7 ქულიანმა “სპორტინგმა” და “აინტრახტმა” 1:2 დააფიქსირეს, შესაბამისად, გერმანელები მეორე ადგილზე აღმოჩნდნენ.

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდება და წილისყრისთვის გავემზადებით, რომელიც პარასკევს შედგება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იურგენ კლოპი: კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია

დღეს ბასილაშვილი რუუდს შეხვდება!