in

იურგენ კლოპი: კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია

“ლივერპულის” მესაჭემ, იურგენ კლოპმა გუშინდელი მატჩის შემდეგ მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისმა “ლივერპულმა” “ნაპოლი” 2:0 დაამარცხა და სეზონში პირველი წაგება აგემა.

ჟურნალისტი: “იურგენ, რას იტყვით ტრენტისა და კვარაცხელიას დუელზე?”.

კლოპი: “ოჰ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ ორ კარგ მოთამაშეზე ვსაუბრობთ. ხვიჩა და ტრენტი. მისი განეიტრალება ძალიან რთული საქმეა. ვიცი, ხალხი იმ მომენტებზე დაიწყებს საუბარს, როდესაც ხვიჩამ ტრენტს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, მაგრამ ამ დროს ტრენტი ცდილობდა, რომ კვარაცხელიას წინიდან დადგომოდა, რაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

ის ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან რთულად მოსაშთობი. როდესაც პირველი მოძრაობა მისია აქ შანსები ძალიან რთულდება, რადგან შეუძლია როგორც ცენტრში შემოწევა ასევე ფლანგისკენ წაღება და იქ საქმის გართულება. ვფიქრობ, რომ ტრენტმა კარგი მატჩი ჩაატარა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ – ლიგის ფაქტები

ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღე და გამორკვეული 1/8 ფინალისტები