„ლივერპულმა“ ინგლისის სუპერთასის მატჩში ჩემპიონი „სიტი“ 3:1 დაამარცხა. თამაში ლესტერში, „კინგ პაუერზე“ ჩატარდა.
ლივერპული – სიტი 3:1
გოლები: 1:0 – 21 ალეკსანდერ-არნოლდი, 1:1 – 70 ალვარესი, 2:1 – 83, სალაჰი, პენ, 3:1 – 90 ნუნიესი.
„ლივერპულმა“ მე-11-ედ მოიგო ეს ტროფეი, „სიტის“ 6-ჯერ აქვს მოგებული სუპერთასი.
„ლივერპულმა“ 2006 წლის შემდეგ პირველად მოიგო ინგლისის სუპერთასი.
კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად ინგლისში ყველა ტურნირი მოიგო: პრემიერლიგა, ლიგის თასი, თასი და სუპერთასი.
გვარდიოლამ ზედიზედ ორჯერ წააგო სუპერთასი. მანამდე 2 მოგება ჰქონდა.
კლოპმა მე-11-ედ მოუგო გვარდიოლას – ყველაზე მეტჯერ. პეპს კი 9 გამარჯვება აქვს გერმანელზე.
კლოპმა მწვრთნელის რანგში მე-12 ტროფეი მოიგი, აქედან 7 – „ლივერპულში“.
გვარდიოლა ჰოლანდზე: „კარგია, რომ მან ნახა, როგორია ახალ ლიგაში თამაში. ერლინგი მუდმივად ქმნიდა ხიფათს, სხვა დროს გაიტანს კიდეც“.
კლოპი: „თამაში მომეწონა. „ლივერპული“ ყოველთვის ვერ იგებს, მაგრამ „ქალაქელებთან“ ყოველთვის თვალსასეირო მატჩებია“.
გერმანიის სუპერთასი ისევ „ბაიერნს“ დარჩა, რომელმაც უხვგოლიან შეხვედრაში „ლაიპციგი“ დაამარცხა 5:3.
მიუნხენელებმა ეს ჯილდო მე-10-ედ მოიგეს, რაც იქაური რეკორდია.
თამაში ლაიპციგში გაიმართა.
ეს ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გამოდგა.
ნაგელსმანმა მე-3 ტროფეი მოიგო. „ბაიერნთან“ მას ორი სუპერთასი და ჩემპიონობა აქვს.
ლაიპციგი – ბაიერნი 3:5
გოლები: 0:1 – 14 მუსიალა, 0:2 – 31 მანე, 0:3 – 45 პავარი, 1:3 – 59 ჰალსტენბერგი, 1:4 – 65 გნაბრი, 2:4 – 77, ნკუნკუ, პენ, 3:4 – 89 ოლმო, 3:5 – 90 სანე.
ნიდერლანდების სუპერთასის მფლობელი პსვ გახდა, რომელმაც „აიაქსი“ 5:3 დაამარცხა.
ეინდჰოვენელთა მწვრთნელმა რუდ ვან ნისტერლოიმ პირველი ტიტული მოიგო სამმწვრთნელო კარიერაში.
პსვ-მ სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო, ახლა მის ანგარიშზე 13 სუპერთასია – ყველაზე მეტი ნიდერლანდებში.
აიაქსი – პსვ 3:5 (1:2, 2:3)
გოლები: 1:0 – 15 ბერგვეინი, 1:1 – 32 ტილი, 1:2 – 45 ტილი, 2:2 – 54 ანტონი, 2:3 – 65 გაკპო, 2:4 – 69 ტილი, 3:4 – 72 კუდუსი, 3:5 – 90 სიმონსი.
GIPHY App Key not set. Please check settings