in

ტოპ ლიგებში 4 გუნდს არ წაუგია: აქ არ არიან სიტი, რეალი და პსჟ

დადგა მესამე სანაკრებო პაუზის დრო, ევროპულ ლიგებში კი გუნდებმა 10-ზე მეტი მატჩი ითამაშეს. ტოპ 6 ლიგაში ასობით კლუბია და მხოლოდ 4 მათგანს არ წაუგია ჯერ.

„ნიცამ“ ლიგა 1-ში არ იცის მარცხის გემო, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც არ არის, რადგან ძალიან ბევრს თამაშობს ფრედ (5). თუმცა მოგებაც საკმაოდ დაუგროვდა (7).

ლევერკუზენის „ბაიერი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ წაუგებლები არიან ბუნდესლიგაში და პირველ-მეორეზეც მოკალათდნენ. მეტიც, ლევერკუზენელებმა მხოლოდ 1 ქულა დაკარგეს და ისიც სტუმრად „ბაიერნთან“.

პსვ – საუკეთესო გუნდია: 12 მოგება 12 მატჩში, 36 ქულა 36 შესაძლებლობიდან. 45 გატანილი გოლი (5 გაშვებული). მაგარია.

„სიტი“, „რეალი“, „ბარსელონა“ და პსჟ-ც კი ერთხელ მაინც დამარცხებულან თავიანთ ლიგებში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნები შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონს შეხვდნენ: სამხრეთ აფრიკა ჩვენზე ფიქრობს

პრემიერლიგის ვარსკვლავები მოდურ რესტორანში წავიდნენ მეორე ნახევრებთან ერთად