დღეს ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში პოზნანის „ლეხს“ დაუპირისპირდება და ფაქტობრივად გადაუჭრელი ამოცანის წინაშეა. პოლონურმა კლუბმა ჩვენი ჩემპიონი 5:0 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრა ფორმალობად აქცია.
მიუხედავდ ამისა, ბათუმელები დღეს რევანშის აღებას აპირებენ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „დინაოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა:
„იმედი მაქვს განწყობა სათანადო იქნება, გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა. როგორც მე ვხედავ, ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მზად არიან. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.
დიდი ანგარიშით მარცხის ერთერთი უმთავრესი მიზეზი ბიჭების განცდებია. ფეხბურთი ემოციური თამაშია, ემოციებისგან დაცლილი ადამიანისთვის თამაში რთულია. მე ამ ბიჭების მეიმედება, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ჩემი ფეხბურთელების მჯერა“.
„ლეხის“ მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი:
„ბათუმში შესანიშნავი პირობები და ამინდია, სასტუმრო კი ზღვის პირასაა. თუმცა, აქ დასასვენებლად არ მოვსულვართ. ჩვენი ამოცანაა კარგი განწყობა შევინარჩუნოთ.
წინა მატჩში გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა. ვნახე „დინამოს“ მატჩს „სლოვანთან“ და თუ ასევე ითამაშებს, მეტი წინააღმდეგობის გაწევა მოგვიწევს. ამ გუნდს შეუძლია უკეთ ითამაშოს, ვიდრე ერთი კვირის წინ პოზნანში“.
ბათუმის „დინამოსა“ და „ლეხის“ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings