in ,

ახლა დავისვენებთ და მერე საქართველოს მივხედავთ: ლეხი კმაყოფილია, ბათუმი ქომაგის მადლობელი

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგიდან ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაში გამოვარდა, როდესაც პოზნანში „ლეხთან“ 0:5 წააგო. ბათუმურ საპასუხო მატჩში პრესტიჟის გამარჯვება გვინდოდა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ჩემპიონს ამ ევროტურნირებზე მოგება არ ჰქონია. მიუხედავად მონდომებისა, არ გამოვიდა, შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა.

არ გამოვიდა: ბათუმი ევროპას მოუგებლად დაემშვიდობა

მატჩის შემდეგ ტრადიციულად პრესკონფერენცია გაიმართა:

ჯონ ვან დენ ბრომი (“ლეხის” მთავარი მწვრთნელი):
“ძალიან კმაყოფილი ვარ მომდევნო ეტაპზე გასვლით. ვამაყობ როგორ წარმოჩინა გუნდმა თავი. ასევე კმაყოფილი ვარ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებით, ეს მათ კარიერაში წაადგებათ. მეტოქემ ძალიან განსხვავებულად ითამაშა, ვიდრე პოზნანში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ”.

გია გეგუჩაძე (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი):
“ვულოცავ “ლეხს” გამარჯვებას. კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. ახლა უნდა დავისვენოთ და განახლებული ენერგიით საქართველოში დუბლის შესრულებაზე ვიფიქროთ. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. მიუხედავად “სლოვანთან” და “ლეხთან” მარცხისა, დღეს ტრიბუნაზე ისევ ბევრი ხალხი იყო. ჩვენ მათ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ჩვენი გულშემატკივრები დიდ პატივისცემას იმსახურებენ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოხარული ვარ, რომ ამ დიდებული ორგანიზაციის წევრი ვარ: ამერიკული ინტერვიუ მამუკელაშვილთან

შეგვეძლო გასვლა, მაგრამ შანსი ვერ გამოვიყენეთ