in

დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა: საბერძნეთს ფინალი სტუმრად არ უნდა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალს 21 მარტს საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს. ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩვენი გუნდი საბერძნეთს ან ყაზახეთს ასევე საკუთარ კედლებში მიიღებს.

საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის წილისყრის შესახებ, სადაც გაირკვა, რომ საბერძნეთის ნაკრები, ყაზახეთის დამარცხების შემთხვევაში, ფინალს სტუმრად ითამაშებს საქართველოს ან ლუქსემბურგის წინააღმდეგ.

„ერთა ლიგაში ჩვენი გუნდის პროგრესმა საშუალება მოგვცა, რომ ეროვნული ნაკრები კვლავ დიდ საერთაშორისო ტურნირზე მოხვდეს. ერთ-ერთი პირველი გუნდი ვიყავით, რომელმაც პლეი ოფში ადგილი მოიპოვა. ვამაყობთ იმ შედეგებით, რადგან მივაღწიეთ იმ მიზანს, რომელიც ფედერაციამ დაგვისახა.

თუმცა მთავარი ამოცანა ევრო 2024-ზე მოხვედრაა, რისთვისაც მე და ჩემი ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება წილისყრას, ჯერ ფინალზე არ ვფიქრობთ. ჩვენთვის ფინალი ჯერ ყაზახეთთან მატჩი იქნება, ევრო 2024-თან მისაახლოებლად ეს გუნდი უნდა დავამარცხოთ.

ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ფინალში გასვლის შემთხვევაში სტუმრად ვითამაშებთ, მაგრამ ბევრს ნუ ვისაუბრებთ და ყურადღება ყაზახეთთან მატჩზე გავამახვილოთ“, – განაცხადა გუსტავო პოიეტმა.

ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩი 2024 წლის 21 მარტს ათენში გაიმართება. გამარჯვებული ფინალში საქართველო-ლუქსემბურგის წყვილში უძლიერესთან იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის.

გამარჯვების გარდა სხვა ვერც წარმომიდგენია: საქართველო ერთა ლიგის ფინალს სახლში ითამაშებს

საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდი გახდა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს, – ამის შესახებ ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა და „ჯვაროსნების“ ყოფილმა დამრიგებელმა, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები პლეი ოფის საშუალებით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. გუნდი კარგად თამაშობს, ისინი პირველი მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. ვფიქრობ, მეორე მცდელობა წარმატებული იქნება. როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ფინალში გავედით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით.

ახლა მოთამაშეები უფრო გამოცდილები არიან და გუნდს კლასი ეტყობა. დარწმუნებული ვარ, ისინი სასურველ შედეგს მიაღწევენ, ამით ყველა ქართველი ბედნიერი იქნება“, – განაცხადა ვაისმა.

თბილისის „დინამოსა“ და „რომას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, „საბურთალოს“ ყოფილმა მწვრთნელმა, ომარ თეთრაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.

„საქართველო ახლა ეროვნულ ნაკრებზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს. გუნდს ამ ციკლში დასახული ამოცანის შესრულება შეუძლია, პლეი ოფის გზით ევრო 2024-ზე გასვლა. ნაკრებს ჰყავს ნამდვილი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, დაცვის ცენტრია. თუ მწვრთნელი ამ რგოლში ვითარებას გამოასწორებს, ვფიქრობ, კონტინენტის პირველობაზე გავლენ“, – განაცხადა ომარ თეთრაძემ.

1tv.ge-ის მიხედვით

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 15 ქულა ევროლიგაზე და ტურის სიმბოლური იტალიაში

ველოდებით 27-ს: წილისყრა საქართველოს მეტოქეებს გამოავლენს