in ,

ვლადიმირ ვაისი: ოქრიაშვილი საქართველოსთვის სულს და გულს დებს-ის ყოველთვის 100 %-ით იხარჯება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გაიყვანა და ერთი ნაბიჯი დააკლდა ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპს, “ჯეო თიმთან” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს ნაკრებში მუშაობა სასიამოვნო მოგებად დარჩება ჩემს კარიერაში. ქართველ ფეხბურთელებს დიდი შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ვერ ითარდებიან. მაგალითად, საბა კვირკველია კარიერის პიკში იყო, ახლა კი მისი კარიერა რეგრესისკენ მიდის.

რამდენიმე ფეხბურტელტან მუშაობა ადვილი არ იყო. მაგალითად, თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი, მაგრამ ნაკრებში მათ მონდომება არასდროს აკლდათ. ოქრი ნაკრებში ყოველთვის 100 %-ით იხარჯება და სულ-გულს დებს ნაკრებისთვის. ოქრიაშვილს სულ იმას ვეუბნებოდი, რომ ის ძალიან მშრომელი ფეხბურთელი და დიდი ტალანტის მქონეა, მაგრამ ეს ყველაფერი მან არა მარტო ინდივიდუალურად, არამედ გუნდისთვის უნდა გამოიყენო.. მიუხედავად ამისა, ოქრიაშვილი მთელ საქართველოს უყვარს, რადგან თავისი ქვეყნისთვის თავს არ ზოგავს.

ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ტალანტი აქვს და ის ნებისმიერ ევროპულ ჩემპიონატს დაამშვენებს და იმედი მაქვს ეს ასეც მოხდება. გიორგი ჩაკვეტაძეს კი, ვისურვებდი “გენტი” მალე დატოვოს. იგი, ამ კლუბისთვის ზედმეტად განვითარდა.” -თქვა ვლადიმერ ვაისმა

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა. ამჯერად, ის ბრატისლავას “სლოვანს” წვრთნის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე დინამოს აკადემიას ესტუმრა და 17-წლამდელთა გუნდი ავარჯიშა

ჩაკვეტაძე მწყობრშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს