in

გამარჯვების გარდა სხვა ვერც წარმომიდგენია: საქართველო ერთა ლიგის ფინალს სახლში ითამაშებს

ნიონში, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გამოვლინდა ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო ოთხეულის ფინალური მატჩის ჩატარების ადგილი. 26 მარტს, ფინალურ შეხვედრას საქართველო – ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული გუნდი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი, საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 21 მარტს, საქართველოში გაიმართება.

წილისყრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდა.

ვილი სანიოლი:
“ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა, ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენეტი):
“საკუთარ მოედანზე თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგაზე სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებულიები, რათა მოგვეგო მაქსიმალურად ყველა თამაში და ეს უპირატესობა მოგვეპოვებინა ნახევარფინალში.

ლუქსემბურგი ძლიერი გუნდია, კარგად ითამაშა შესარჩევი ციკლი. მნიშვენლოვანია ჩვენი გულშემატკივრის ენერგია და მჯერა ჩვენი გუნდის, ჩვენი ბიჭების. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ ნახევარფინალში და მოვიპოვოთ ფინალში თამაშის უფლება, რომელიც ასევე სქართველოშია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივართან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავიხდინოთ ოცნება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ქვია”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თსუ-მ ევროპა ვარეზესთან მარცხით დაასრულა

შენგელიას 15 ქულა ევროლიგაზე და ტურის სიმბოლური იტალიაში