in

გავარვარებულ ღუმელში… საქართველოში წაგება სავსებით შესაძლებელია – ვინ წავა გერმანიაში

საქართველოს ნაკრებთან მომავალ მატჩთან დაკავშირებით საბერძნეთში დიდი აჟიიოტაჟია და აღნიშნავენ, რომ მძიმე პირობებში მოუწევთ თამაში.

ყველა გამოცემამ გაავრცელა nakrebi.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ბილეთები უკვე გაიყიდა. sport24.gr-ი წერს, რომ 54 ათასი ბილეთი 5 საათსა და 35 წუთში “გაქრა” და სამშაბათს თამაში სტადიონზე მოუწევთ, რომელიც გავარვარებული ღუმელის მსგავსი იქნება.

“დინამო არენაზე” ანშლაგს sdna.gr გამოეხმაურა: “ჩვენი ეროვნული გუნდი წლის მატჩისთვის ემზადება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი გუნდი გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში. შეხვედრაზე ყველა ბილეთის რეალიზაცია უმალ მოხდა, ბევრი გულშემატკივარი ვერ შეძლებს სტადიონზე შესვლას, “შავ
ბაზარზე” კი “ჯადოსნური ქაღალდის” ფასი 450 ევროს აღწევს!

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში 2 300 ქომაგის გამგზავრება უზრუნველყო, მაგრამ მსურველი გაცილებით მეტია”.

საბერძნეთში საქართველოს ნაკრებთან მატჩს დიდი ინტერესით ელიან. მომავალ დაპირისპირებას სტატია fosonline.gr- მიუძღვნა, რომლის ავტორი ჟურნალისტი ანდრეას ხანიასია.

ქართველების მთელი ცხოვრების თამაში!

„სტუმარი ღვთისაა“, – ამბობენ ქართველები, რომლებიც თავიანთი სტუმართმოყვარეობით არიან სახელგანთქმული. როგორც კი ვინმე მათ სახლში შედის, პურმარილით და ღვინით ხვდებიან. ძალიან ბევრი ღვინო აქვთ, იმდენად ბევრი, რომ შეიძლება ვერ გაუძლო.

ასე რომ, სამშაბათს ჩვენს ეროვნულ გუნდს სტადიონზე ფხიზლად შესვლა მართებს და გამოსვლა… გამარჯვებით და არა ღვინით დამთვრალს. კვარაცხელია და მისი პარტნიორები შეეცდებიან სულ სხვა განწყობით გაისტუმრონ ისინი სახლში.

ქართველებისთვის ეს
მთელი ცხოვრების თამაშია, რამეთუ დიდ ტურნირზე არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა და უნდათ, რაღაც განსაკუთრებული მოიწყონ… რევულუცია, როგორც დღე საკუთარი ფეხბურთის აღორძინებისა. სურთ თქვან, რომ 2024 წლის 26 მარტს ბერძნებს სძლიეს და როგორც იქნა ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. მოტივაცია იმდენად გრანდიოზულია, რომ მზად არიან მთები გადაყლაპონ, რკინა შეჭამონ და მეტოქე გაანადგურონ. ეს გზა უკვე გაიარეს და დიდი ტკივილი განიცადეს, როდესაც 2020 წელს საკუთარ მოედანზე ოცნება გორან პანდევმა ეროვნულ ტრაგედიად გადაუქცია. მაშინ ჩრდილოეთ მაკედონიამ 1:0 მოუგო და ევროპირველობაზე გავიდა.

თუმცა შენს ბედს თავად განსაზღვრავ. ჩვენი ნაკრები მრავალი წლის განმავლობაში დიდ შეხვედრებში გამოიწრთო და ფეხბურთელებმა იციან, რა გააკეთონ, გაიგეს მექანიზმის შესახებ, რომლის მეშვეობით მთელ ამ რთულ სიტუაციაში თავს ანიჭებ ძალას და ენერგიას. დიახ, სამშაბათს საღამოს ეს თბილისში დაგვჭირდება, რადგან გერმანიაში გასამგზავრებელი ბილეთი მდინარე მტკვრის ფსკერზე ძევს და ჩვენს თანამემამულეებს მის მოსაპოვებლად გაყინულ წყალში ჩაყვინთვა მოუწევთ, რათა ათენის რეისზე ხელს გააყოლონ“.

ჟურნალისტმა იანის სერეტისმა gazzetta.gr-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა საბერძნეთის ნაკრებში დიდი სამუშაო გასწია, ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, თუმცა 26 მარტს საქართველოს ეროვნულ გუნდთან დამარცხება გამორიცხული არ არის:

“წელს ბერძენმა გულშემატკივარმა ცოტა მეტად ირწმუნა თავისი გუნდის შესაძლებლობები, უკეთესის იმედადაა. ყოველთვის კრიტიკულები ვიქნებით წარუმატებლობებისას, ხმამაღლა აღვნიშნავთ წარმატებას და პრეტენზიებს გამოვთქვამთ. ჩვენი ტემპერამენტი უცვლელია, მაგრამ წელს გარკვეულწილად რაღაცები შეიცვალა, სწავლა დავიწყეთ.

მაშ ასე, ჩვენ ეროვნული გუნდის აღორძინების ხანაში ვცხოვრობთ, რენესანსში. ცუდი არაა. ზეიმში მიუღებელი არაფერია, ყაზახეთი ურიგო რეპუტაციით არ სარგებლობდა, მე-40
წუთზე 4:0 გავხადეთ ანგარიში და საქმე მოვუთავეთ. ამას ტალანტით და ძალისხმევით მივაღწიეთ. ფეხბურთელებისთვის ეს ნახევარფინალი კი არა, ფინალი იყო. ვის ეპარება ეჭვი, რომ მაქსიმუმი არ გააკეთეს? პოიეტმა მიიღო რა ზოგიერთი ირაციონალური გადაწყვეტილება, სამუშაოს სწორად წარმართავდა. ყველაფრის შეცვლას ცდილობდა, რეფორმირებას, არჩევანი 30 მოთამაშეზე გააკეთა, რამაც უკვე დაგვანახა პროგრესი. გუნდი უფრო მყარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვაში არაა საკმარისი ხარისხი, ის ათწლეულის მიღწევასთან ერთ ნაბიჯში აღმოჩნდა.

თუ მას გამოუვიდა, ძალიან კარგი იქნება. თუ ჩავარდა? არ შეიძლება ჩავარდეს? ნუთუ წარმოუდგენელია საქართველოსთან 55 ათასი მაყურებლის წინაშე მარცხი? ეს შესაძლებელია. ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა, საბერძნეთის ნაკრები ეყრდნობა რა თავის ნიჭს, ყველაფერს აკეთებს, რაც ძალუძს და გულშემატკივართა მხარდაჭერასა და სიყვარულს იმსახურებს – თუნდაც სახლში ხელცარიელი დაბრუნდეს. იგივე ეხება პოიეტსაც.

ბერძენმა გულშემატკივარმა უკანასკნელ ხანს თავისი გუნდის წარმატებები და წარუმატებლობები იხილა და დროა ფეხბურთელთა ძალისხმევის დაფასება არა მარტო გამარჯვებისას ისწავლოს. მეტადრე მაშინ, როდესაც ეს შეუპოვრობით, ერთიანობით, ღირსებით, ტოქსიკურობისა და ეგოიზმის გარეშე კეთდება”.

sportall.ge

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბერძნეთი 20 წლის წინანდელ ტრიუმფს იხსენებს და თბილისში თავდაჯერებული მოდის – ჩაკვე-კვარას დუეტს მაინც უფრთხის

უძვირესი ფეხბურთელების ევროპის ნაკრები: ყველაზე მეტად ინგლისელები ფასობენ