in

პრეზიდენტს მიქაუტაძის დაბრუნება უნდა: იჯარა მეცში გამორიცხული არ არის

Georges Mikautadze

გიორგი მიქაუტაძის ამბავი „აიაქსში“ კარგად ვერ აეწყო. აუტსაიდერებში მოხვედრილ გრანდში მწვრთნელიც გამოიცვალა, მაგრამ ჩვენიანი ისევ სკამზე ზის. ამასობაში მისი ფრანგული გუნდი „მეცი“ ლიგა 1-ში მე-16 ადგილზეა და დასარჩენად ცხარე ბრძოლა მოუწევს. შექმნილი ვითარების გამო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ითქვა, რომ ზამთარში შესაძლო იყო „მეცს“ ქართველი ფორვარდი დაებრუნებინა. ახლა კი ეს სურვილი თავად კლუბის პრეზიდენტმა დაადასტურა. ბერნარ სერინიმ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს. ცხადია საუბარი იჯარაზეა.

„თუ „აიაქსი“ მიქაუტაძის იჯარით გაშვებას აპირებს, მან იცის გუნდი, სადაც მის ელოდებიან. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ის აქ მოვა, მაგრამ სურვილი გვაქვს“, – ეს „მეცის“ პრეზიდენტის კომენტარია.

ბოლოს „აიაქსმა“ ევროპა ლიგაზე შინ „ბრატინოთან“ 0:2 წააგო. მიქაუატაძე კი ერთთვიანი შესვენების შემდეგ მოედანზე გამოჩნდა. მართალია მან მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მაგრამ გულშემატკივრებს მაინც დაამახსოვრა თავი.

„ტელაგრაფი“ წერს, რომ მიუხედავად მარცხისა, გუნდს გამონათებებიც ჰქონდა და ერთ-ერთი მათგანი ქართველი იყო.
„Volkskrant“-ში კი წერია:
„ასევე იმედის მომცემი იყო სწრაფი გიორგი მიქაუტაძის შესვლა, რომელმაც პირველივე შეხებით ისეთი პასი გააკეთა, რომლის მსგავსს ამ დღეს იშვიათად ვხედავდით“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

22 წლის წინ მარადონას გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა: დიეგოსთან ერთად მთელი სტადიონი ტიროდა

ოქტომბრის საუკეთესო ბიჭები: ხვიჩას ლაუტარომ აჯობა – ინგლისში სალაჰი და ენჯის პირველობა