in

22 წლის წინ მარადონას გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა: დიეგოსთან ერთად მთელი სტადიონი ტიროდა

მარადონას ბოლო ოფიციალური მატჩი 1997 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა. მისმა „ბოკა ხუნიორსმა“ დერბი მოუგო „რივერ პლეიტს“ 2:1. დიეგომ მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო და ხუან რომან რიკელმემ შეცვალა. ხუთი დღის შემდეგ გენიოსმა კარიერის დასრულებაზე გამოაცხადა.

პროფესიონალურ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ დიეგომ აიწყვიტა: 1998 წლის მუნდიალზე კომენტატორი იყო, ექსპერტად მუშაობდა სპორტულ პროგრამებში, დაწერა წიგნი, გახდა ლიბანის ნაკრების მრჩეველი.

და, რა თქმა უნდა, სკანდალებს არ ჩამოშორებულა. 1999 წლის დასაწყისში მარადონა დაპირდა „რასინგის“ ფეხბურთელის დიეგო ლატორეს ცემას, რომელმაც უხამსი ჟესტი აჩვენა „ბოკას“ ფანებს, მკურნალობდა ნარკოდამოკიდებულებას კუბაზე, 2000-ის იანვარში მოხვდა ურუგვაის ჰოსპიტალში გულის არითმიით. მალე მის სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს და ამის გამო ურუგვაის სასამართლოს წინაშე წარდგა. სასჯელი თავიდან აიცილეს, დიეგო კი ისევ კუბაზე წავიდა, სადაც დახურულ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი გაიარა.

ხოლო 2001 წლის 10 ნოემბერს მოხდა ის, რასაც რამდენიმე წელიწადი ელოდა მთელი სამყარო – ბუენოს-აირესში ჩატარდა დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელი მატჩი. „ლა ბომბონერაზე“ არგენტინის ნაკრებმა 6:3 დაამარცხა მსოფლიოს ნაკრები (მათეუსი, სტოიჩკოვი, კანტონა, შუკერი, ფრანჩესკოლი, იგუიტა და სხვები). თავად დიეგომ თითო ტაიმი ითამაშა ორივე გუნდში.

41 წლის მოპუტკუნებულმა დიეგომ პენალტი შეასრულა, ხოლო მისი საფირმო დარტყმა 30 მეტრიდან იგუიტამ მორიელის ნახტომში აიღო.

თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე „ბოკას“ ფანებმა პიროტექნიკა დაანთეს და კერპის სახელის სკანდირება დაიწყეს. მარადონას არც უცდია ემოციის შეკავება: ატირდა, მატჩის მონაწილეებმა ის მხარზე შეისვეს და გაუთავებელი ოვაციების ფონზე გასახდელში წაიყვანეს.

ამ მომენტში მთელი სტადიონი ტიროდა. თუ პიროვნების კულტს აქვს არსებობის უფლება, სწორედ ასეთი სახით.

20 წუთის შემდეგ დიეგო დაბრუნდა მოედანზე და სიტყვით მიმართა:


„მე შევცდი და შეცდომისთვის გადავიხადე. ბურთი არ უნდა გასვარო! ამდენი ხანი ველოდი ამ თამაშს და ახლა, როდესაც ის დასრულდა, მე, ჩემი ქალიშვილებისა და მამაჩემის სახელით, ყველა მადლობას გეუბნებით“. ამ სიტყვების შემდეგ მარადონა ისევ აბღავლდა.

როდესაც სტადიონი ამღერდა, ატირდნენ დიეგოს შვილებიც.

ასე დაემშვიდობა არგენტინა თავის მთავარ გმირს.

This post was created with our nice and easy submission form. Create your post!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მასპინძლები წაგებამ ისე გააღიზიანა, სტადიონზე შუქი გამორთეს სტუმრებს რომ არ ეზეიმათ

პრეზიდენტს მიქაუტაძის დაბრუნება უნდა: იჯარა მეცში გამორიცხული არ არის