in

ოქტომბრის საუკეთესო ბიჭები: ხვიჩას ლაუტარომ აჯობა – ინგლისში სალაჰი და ენჯის პირველობა

მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგაში ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
„ლივერპულის“ ფორვარდმა ეს პრიზი კარიერაში მეხუთედ დაისაკუთრა და უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის დაეწია.
სალაჰზე მეტჯერ ეს ჯილდო წაუღიათ სტივენ ჯერარდს, კრიშტიანო რონალდოს (6-ჯერ), სერხიო აგუეროსა და ჰარი კეინს (7-ჯერ).
სალაჰმა ოქტომბრის სამივე მატჩში გაიტანა გოლი, მის ანგარიშზე ორი დუბლი და 5 გოლია.

ინგლისში საუკეთესო მწვრთნელიც გამოავლინეს და ის „ტოტენჰემის“ თავკაცი ენჯ პოსტეკოღლუ გახდა.
58 წლის ავსტრალიელმა პრიზი აიღო აგვისტოს, სექტემბერისა და ოქტომბრის შედეგებით.
პოსტეკოღლუ – პირველი მწვრთნელია, რომელმაც პრემიერლიგაში მუშაობის პირველ სამ თვეში მოიგო ჯილდო (ყოველ თვე სათითაოდ), მან პირველმა მოიგო სამიდან სამი სეზონის სტარტზე.
ისე კი სულ სამი მწვრთნელია, ვისაც ზედიზედ სამჯერ მოუგია ჯილდო. ესენია ანტონიო კონტე, პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი. რეკორდი პეპს ეკუთვნის – ზედიზედ 4-ჯერ 2017/18 წლების სეზონში.
„ტოტენჰემმა“ ოქტომბერი პირველ ადგილზე დაასრულა და ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც გასულ თვეს ყველა მატჩი მოიგო.

თვის ფეხბურთელი იტალიაშიც დაასახელეს.
გამოკითხვაში გაიმარჯვა „ინტერის“ ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა. მან აჯობა ბრემერს („იუვენტუსი“), ხვიჩა კვარაცხელიას („ნაპოლი“), რიკარდო ორსოლინის („ბოლონია“), კრისტიან პულიშიჩს („მილანი“) და მატიას სოულეს („ფროზინონე“).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრეზიდენტს მიქაუტაძის დაბრუნება უნდა: იჯარა მეცში გამორიცხული არ არის

მესიმ ინტერ მაიამის ფანებს მე-8 ოქროს ბურთი დაანახა