in

აიაქსმაც დაადასტურა და მეცმაც: მიქაუტაძე საფრანგეთში ბრუნდება – ნამდვილად ბედნიერი ვარ…

ამსტერდამის “აიაქსმა“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ კლუბმა და გიორგი მიქაუტაძემ შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელი ფრანგულ „მეცში“ 6-თვიანი იჯარით ბრუნდება, 30 ივნისამდე. შეთანხმების თანახმად, „მეცს“ შეუძლია მიქაუტაძის გამოსყიდვაც, რომელსაც „აიაქსთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აქვს. „აიაქსი“ სატრანსფერო ფასს არ აკონკრეტებს, მაგრამ იწერება, რომ თანხა 10 მლნ ევროა.

23 წლის მიქაუტაძემ „აიაქსი“ სულ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ისიც ხშირად ბოლო წუთებზე შედიოდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენიანი „მეცის“ გარდა სხვა გუნდში ვერ გადავიდოდა. საქმე ისაა, რომ სეზონის დასაწყისში მან უკვე ითამაშა „მეცის“ რიგებში (2 მატჩი), მერე „აიაქსში“და წესების თანახმად ერთ სეზონში ფეხბურთელს მხოლოდ ორ კლუბში შეუძლია თამაში.

გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება „მეცმაც“ დაადასტურა , პირდაპირ დაწერა – მეფე ბრუნდება! და ფეხბურთელის პირველი კომენტარიც დაურთო:
„აქ დაბრუნებით მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო დღეებში ძალიან ბევრი შეტყობინება მომივიდა.
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან მთელი ეს სიყვარული ძალიან მაღელვებს. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ „მეცის“ მაისურს მოვირგებ და მოუთმენლად ველი გულშემატკივრების წინაშე გასვლას“.

დიდი ალბათობით, მიქაუატაძე „მეცის“ რიგებში 14 იანვარს ითამაშებს, ლიგა 1-ის მე-18 ტურში „ტულუზასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა მარცხით დავიწყეთ: საქართველო იტალიასთან განადგურდა

ბორდომ შესაძლოა ზურიკო დავითაშვილი გაყიდოს