ევროპაში ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა. ქართველი ფეხბურთელები სამწუხაროდ დიდად გამორჩეულები არ ყოფილან.
ოთარ კიტეიშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია, რომლის „შტურმი“ ევროპის ლიგაზე „ატალანტას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
ცოტა ხნით ათამაშეს გიორგი მიქაუტაძე. „აიაქსმა“ პრემიერლიგის „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 0:2 წააგო. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო და 78-ე წუთზე შეუშვეს, როდესაც ინგლისელები უკვე იგებდნენ 2:0-ს. მიქაუტაძე მონდომებული იყო, ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ მასპინძლებმა ვერაფერი მოახერხეს და 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან.
„ყარაბახმა“ ლევერკუზენის „ბაიერი“ მიიღო და 0:1 წააგო. ლუკა გუგეშაშვილი თადარიგში იყო და კარში ჩადგომა 85-ე წუთზე მოუწია. ჩვენიანმა ყვითელი ბარათის მიღებაც მოახერხა.
სამწუხაროდ, გერმანელებმა გოლი 90+3-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც კარში გუგეშაშვილი იდგა, თუმცა ამაში ჩვენიანის ბრალეულობა არ არის, გერმანელებმა პენალტი გაიტანეს.
კონფერენსლიგის ჯგუფში ბრატისლავის „სლოვანმა“ „ლილს“ უმასპინძლა და ქულა აიღო – 1:1.
გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ჯაბა კანკავა – სათადარიგოებში და მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შევიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings