in

ჩვენები აგრძელებენ: ქართული გუნდები ევროტურნირების პლეი ოფში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჯგუფური ეტაპი დასრულდა ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე. ამ ტურნირებზე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

5-მატჩიანი პაუზის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსში“ გამოჩნდა. თუმცა, თამაშის ბოლოს მხოლოდ რამდენიმე წუთით, ის 86-ე წუთზე შევიდა. ქართველმა თავდამსხმელმა ერთხელ მიიღო ბურთი და თავის გამოჩენის შანსი, ფაქტობრივად, არც ჰქონია.
ევროპა ლიგის მე-6 ტურში „აიაქსმა“ შინ ათენის აეკ-ს 3:1 მოუგო. ამსტერდამელებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში გადავიდნენ.

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ კონფერენს ლიგაზე გადასვლისთვის იბრძოდა. ავსტრიელები სტუმრად ლისაბონის „სპორტინგს“ შეხვდნენ და 0:3 დამარცხდნენ. ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და 74 წუთი ითამაშა. წაგების მიუხედავად, „შტურმი“ ევროპა ლიგის 1/16-ფინალში გავიდა.

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში შვედურ „ჰაკენს“ უმასპინძლა, 2:1 მოუგო და პლეი ოფში გავიდა.
საქართველოს ნაკრების მეკარე კვლავ სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

ბრატისლავის „სლოვანმა“ კონფერენს ლიგაზე ლუბლიანის „ოლიმპიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა, თუმცა, პლეი ოფში მაინც ითამაშებს, რადგან 1/16 ფინალის საგზური ამ მატჩამდე ჰქონდა განაღდებული. ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო: გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელია ბასკონიაში გამარჯვებით დაბრუნდა და MVP გახდა

ვასილ ლობჟანიძე ჯოკერის სახით ტულონს შეუერთდება