ჩემპიონთა ლიგაზე H ჯგუფში დონეცკის “შახტარმა” “ბარსელონა” 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის გადაცემით სიკანმა ისარგებლა და “ბლაუგრანას” მატჩში ერთადერთი გოლი გაუტანა.
გოჩოლეიშვილი ბარსასთან საუკეთესო გახდა
მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა “TST სპორტთან” ისაუბრა:
“ძალიან დაძაბული თამაში იყო. პირველად დავიწყე სასტარტოში ჩემპიონთა ლიგაზე. თავიდან რთულად დავიწყე, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ჩემი თავი ვიგრძენი. ძალიან გახარებული ვარ, ემოციების ქვეშ ვარ, რომ პირველი ასისტი გავაკეთე.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. როდესაც ასეთ მატჩს ატარებ, ვერ აღგიწერთ.
ასისტს რაც შეეხება, ჩავაწოდე და გოლი რომ გავიდა, ძალიან გამიხარდა.
ყველანი გახარებული ვიყავით. რაც შეეხება ჩემს მომენტს, ჩვეულებრივი ფეხბურთის მომენტია, თამაშობ იმისთვის, რომ წინ და წინ წახვიდე. უფრო მეტს გავაკეთებ, რომ “შახტართან” ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო და ჩემი კარიერაც წინ და წინ წავიდეს.
ფელიქსთან თამაში უფრო გამიჭირდა, უფრო მოდიოდა მოტყუებაზე. ფერანი უფრო პასით თამაშობდა. ფელიქსის დროს უფრო დაღლილიც ვიყავი, ის დასვენებული იყო. რა თქმა უნდა, უფრო გამიჭირდა მასთან.
ცივი გონებით ვთამაშობდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ გამომსვლოდა ყველაფერი. ასეც გამოვიდა. ღმერთის ნებით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კარგი თამაში გამოვიდა. ველოდებით შემდეგ მატჩებს.
ნაკრების თამაში, რა თქმა უნდა, სულ დაძაბულია, იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებია. იმედია, მოვხვდები განაცხადში და უკვე საქართველოს სახელს გავიტან კიდევ უფრო შორს” – განაცხადა გიორგიმ.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings