ქართველმა ლეგიონერებმა ევროტურნირებზე ითამაშეს, თუმცა ჩვენები ბევრნიც არ არიან.
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, „მიოლდესთან“ შეხვედრაში „ყარაბაღის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგოთა შორის იყო.
არც გიორგი მიქაუტაძე გამოჩენილა „მარსელთან“ საშინაო შეხვედრაში „აიაქსის“ შემადგენლობაში – 3:3.
სამაგიეროდ ოთარ კიტეიშვილი იყო გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც „სპორტინგთან“ შინ 1:2 წააგო. 58-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოვინგმა კი დამატებაზე ანგარიში გახსნა. 10 წუთში კიტეიშვილი შეცვალეს.
კიტეიშვილი შეფასება 7.0-ია.
კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ ფარერის კუნძულების „კლაკსვიკს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო, რომელმაც 7.0 მიიღ. გურამ კაშია სათადარიგოთა შორის დარჩა.
GIPHY App Key not set. Please check settings