in

კარგი იყო თუ ვერა: კვარაცხელიას თამაშს იტალიელები სხვადასხვაგვარად აფასებენ – უნდა გამოცოცხლდეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ნაპოლიმ“ სტუმრად მძიმე ბრძოლაში „ბრაგა“ შეხვედრის ბოლოს გატანილი ავტოგოლით 2:1 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელმა ისევ შეცვალა, ამჯერად 65-ე წუთზე, რამაც ჩვენიანის გულისწყრომა გამოიწვია და ეს არც დაუმალავს. სათადარიგო სკამზე მისულმა აშკარად უწმაწური სიტყვები წარმოთქვა, სავარაუდოდ მწვრთნელის მისამართით.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერისგან იტალიელებიც საუკეთესო თამაშს ელოდებიან და ბუნებრივია ბევრად მეტს ითხოვენ, ვიდრე ეს წინა სეზონში იყო. შეგახსენებთ, კვარცხელიას 19 მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია.

კვარაცხელია ისევ შეცვალეს და ისევ გაბრაზდა: ნაპოლიმ მძიმედ მოიგო

იტალიური პრესა „ბრაგასთან“ ქართველის თამაშს დადებითად ვერ აფასებს, თუმცა კრიტიკის გარდა, ერთ-ერთი გამოცემა გაუმჯობესებაზეც წერს.

Gazzetta:
„თანდათან იწყებს ფორმაში შესვლას და აუმჯობესებეს ოსიმენთან ერთად თამაშს. ის უბრუნდება საკუთარ თავს.

The Morning:
„ვიქტორ გომესმა მისი შეჩერება მოახერხა. ის მოედანზე არ ჩანდა და ზოგიერთ შემთხვევაში გამაღიზიანებულიც იყო. კვარაცხელია ცოტას დარბის და უსარგებლო დრიბლინგებს აკეთებს, ხშირად დაბნეული გამოიყურება“.

Corriere Dello Sport:
„მისი თამაში ერთფეროვანი იყო. ის აშკარად გრძნობს ზეწოლას, 19 მარტის შემდეგ გოლი რომ არ გაუტანია. ასევე იმის გამო, რომ მისგან მუდამ ფენომენალურ თამაშს ელოდებიან.
ის ადრე პეპელასავით დაფარფატებდა, ახლა კი თითქოს სიმძიმის ქვეშაა. რაც შეიძლება სწრაფად გამოცოცხლება და შემსუბუქება სჭირდება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ უკან დაიხია: ფიფას ახალი რეიტინგი

კიტეს დარტყმულის პასი: მიქაუტაძე არ ათამაშეს – ჩვენები ევროტურნირებზე