in

კვარაცხელია ისევ შეცვალეს და ისევ გაბრაზდა: ნაპოლიმ მძიმედ მოიგო

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო, არც თუ გამოცდილ მეტოქესთან, თუმცა ეს არ ყოფილა იოლი წარმატება. პორტუგალიურ ბრაგაში თავიდანვე მაგრად წვიმდა და მასპინძლებიც უკეთეს სტუმრებს კარგად დაუდგნენ. მათ შორის კვარაცხელიასაც, რომელიც ტრადიციულად აქტიურობდა, მაგრამ მცველები ცდილობდნენ ნაკლები გასაქანი მიეცათ.
ხვიჩამ პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ოსიმენმა და დი ლორენცომ მომენტებით ვერ ისარგებლეს. პირველ გოლში კი ჩვენიანიც მონაწილეობდა

მოკლედ, ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და შეფასებებითაც დასტურდება: Sofascore.com და Whoscored.com – 7,4, Flashscore.com – 7.6.

„ნაპოლიმ“ ავტოგოლის ხარჯზე მოიგო და პლუს სასწაულით გადარჩა ბოლო წამზე, როცა პიციმ ძელს მოარტყა ბურთი. ისიც უნდა ითქვას, როიმ უკვე შეხვედრის დასაწყისში „ბრაგა“ მეკარემ აშკარა გოლებისგან ოხსნა.

ბრაგა – ნაპოლი 1:2
გოლები: დი ლორენცო (45+2), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88, საკ. კარში)

კვრაცხელია მწვრთნელმა ამ თამაშშიც შეცვალა, 66-ე წუთზე და ამით ქართველის წყრომა გამოიწვია. ხვიჩამ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე მსხდომებს და თან აშკარად უხამსად ჩაილაპარაკა.

მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ თამაში შეაჯამა და კვარაცხელიაზეც ისაუბრა:
„ევროტურნირზე ნებისმიერი მატჩის მოგება ძალიან ძნელია. ბევრი მომენტი შევქმენით და ბევრიც უნდა გაგვეტანა.
მომეწონა ფეხბურთელების რეაქცია 1:1-ის შემდეგ. მეტოქემ ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ჩვენ შევძელით შეტევაში მომატება. ერთადერთი იტალიური გუნდი ვართ, ვინც პირველ ტურში გაიმარჯვა.
ძალიან კმაყოფილი ვარ 3 ქულით. ასევე უნდა გავაგრძელოთ. ეს იყო გუნდური გამარჯვება.
კვარაცხელია? მან უნდა ითამაშოს და იპოვოს რიტმი. დღეს კარგი და მნიშვნელოვანი იყო შეტევითი ფაზა, მაგრამ არის ასევე დაცვითი ფაზა, ოსიმენიც ბევრს დარბოდა და იბრძოდა. ეს არის ის, რასაც ყველა ფეხბურთელისგან ვითხოვ“.

„ნაპოლი“ 3 ოქტომბერს, მეორე ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგის კლუბებმა ზაფხულში 3 მილიარდზე მეტი დახარჯეს ტრანსფერებზე: ბარსა ბოლოა

ბაიერნმა მანჩესტერს ისევ მოუგო: ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური