in

ბაიერნმა მანჩესტერს ისევ მოუგო: ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა. ჩვენთვის საინტერესო ბრაგაში მატჩი იყო, ზოგადად კი ყურადღება მიუნხენმა მიიპყრო, სადაც „ბაიერნმა“ „მანჩესტერს“ უმასპინძლა და ანგარიშიც ყველაფერზე მეტყველებს – 4:3.
„კოპენჰაგენის“ ხოჭოლავა რა ხანია ტრავმირებულია და ბუნუბრივია არ უთამაშია.

A ჯგუფი

გალათასარაი – კოპენჰაგენი 2:2
გოლები: 0:1 ელიუნუსი (35. ლერაგერის პასით), 0:2 გონსალვეში (58. მელინგის პასით), 1:2 ბოი (86. ტეტეს პასით), 2:2 ტეტე (88. ზაჰას პასით)
გაძევება: იელერტი (73)

ბაიერნი – მანჩესტერ იუნაიტედი 4:3
გოლები: 1:0 სანე (28. კეინის პასით), 2:0 გნაბრი (32. მუსიალას პასით), 2:1 რ. ჰოილუნდი (49. რაფშორდის პასით), 3:1 კეინი (53-პენ), 3:2 კაზემირო (88. მარსიალის პასით), 4:2 ტელი (90+2. კიმიხის პასით), 4:3 კაზემირო (90+5. ბრუნო ფერნანდეშის პასით)

ბაიერნი: ულრაიხი – ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, დევისი – კიმიხი, გორეტცკა – სანე (87. ტელი), მუსიალა (75. შუპო-მოტინგი), გნაბრი (63. კომანი) – კეინი (87. მიულერი)
იუნაიტედი: ონანა – დალოტი, ლინდელიოფი, ლისანდრო მარტინესი, რეგილონი – კაზემირო, ერიქსენი (69. მაკტომინი) – პელისტრი (81. გარნაჩო), ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი – რ. ჰოილუნდი (81. მარსიალი)

3 ოქტომბერი. კოპენჰაგენი-ბაიერნი, მანჩესტერი-გალათასარაი

2022 წლის მარტის შემდეგ, „მანჩესტერმა“, ყველა ტურნირის ჩათვლით, 35 მატჩიდან 18 წააგო (13 მოგება, 4 ფრე).

1986/87 წლების სეზონის შემდეგ, „მანჩესტერმა“, ყველა ტურნირის ჩათვლით, პირველად წააგო სასტარტო 6-დან 4 მატჩი. ეს მოხდა რონ ატკინსონის მწვრთნელობის დროს. სწორედ ამ სეზონში ჩაიბარა გუნდი ალექს ფერგიუსონმა.

„მანჩესტერმა“ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში, 14 გოლი გაუშვა. უფრო მეტი, ვიდრე პრემიერლიგის რომელიმე სხვა კლუბმა.

1978 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „მანჩესტერმა“ ზედიზედ 3 ოფიციალურ მატჩში 3 და მეტი გოლი გაუშვა.

არცერთ კლუბს არ მოუგია ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერისთვის“ უფრო მეტი მატჩი, ვიდრე „ბაიერნს“ – 6 (ამდენივე აქვს მოგებული „ბარსელონას“).

სერჟ გნაბრიმ („ბაიერნი“) ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა. „მანჩესტერის“ გარდა, მან 4 გოლი გაუტანა „ტოტენჰემს“, ხოლო 2 – „ჩელსის“.

თომას მიულერი მხოლოდ მესამე ფეხბურთელია კრიშტიანო რონალდოსა (115) და იკერ კასილიასის (101) შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგაში მე-100 გამარჯვება იზეიმა.

B ჯგუფი

სევილია – ლანსი 1:1
გოლები: 1:0 ოკამპოსი (9. რაკიტიჩის პასით), 1:1 ფულჯინი (24)

არსენალი – ეინდჰოვენი 4:0
გოლები: 1:0 საკა (8. ოდეგორის პასით), 2:0 ტროსარი (20. საკას პასით), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (38. ტროსარის პასით), 4:0 ოდეგორი (70. ნელსონის პასით)

3 ოქტომბერი. ლანსი-არსენალი, ეინდჰოვენი-სევილია

2013/14 წლების სეზონის (2:1 “მარსელთან”) შემდეგ “არსენალმა” პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩი. ამასთან, ეს არის “მეთოფეთა” მიერ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული I ტურის შეხვედრა 2010/11 წლების სეზონის (“ბრაგა”, 6:0) შემდეგ.

პირველად მოხდა, რომ “არსენალის” ერთდროულად ორმა ფეხბურთელმა – ბუკაიო საკამ და ლეანდრო ტროსარმა, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში გაიტანეს.

C ჯგუფი

რეალი – უნიონი 1:0
გოლი: 1:0 ბელინგემი (90+4)
რეალი: არისაბალაგა – ვასკესი, რიუდიგერი, ნაჩო ფერნანდესი (73. ფრან გარსია), ალაბა – მოდრიჩი (80. ბრაჰიმ დიასი), ჩუამენი (66. ვალვერდე), კამავინგა (66. კროოსი) – ბელინგემი – ხოსელუ, როდრიგო

ბრაგა – ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (45+1. ოსიმენის), 1:1 ბრუმა (84. სალასარის პასით), 1:2 ნიაკატი (88-საკ. კარში)
ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი (13. ოსტიგორი), ჟუან ჟეზუში, ოლივერა – ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (90. ნატანი) – პოლიტანო (66. რასპადორი), კვარაცხელია (66. ელმასი), ოსიმენი (90. სიმეონე)

3 ოქტომბერი. ნაპოლი-რეალი, უნიონი-ბრაგა

20 წლისა და 83 დღის ჯუდ ბელინგემი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა 90-ე (პლუს კომპენსირებული დრო) წუთზე. ამ მხრივ, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელიც (ყველა კლუბის ჩათვლით) მთელი ტურნირის ისტორიაში.

D ჯგუფი

ბენფიკა – ზალცბურგი 0:2
გოლები: 0:1 შიმიჩი (15-პენ), 0:2 გლუხი (51. შიმიჩის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: კონატე (3)
გაძევება: ანტონიო სილვა (13)

სოსიედადი – ინტერი 1:1
გოლები: 1:0 ბრაის მენდესი (4), 1:1 ლაუტარო მარტინესი (87. ფრატეზის პასით)

3 ოქტომბერი. ზალცბურგი-სოსიედადი, ინტერი-ბენფიკა

ლაუტარო მარტინესი 11 გოლით გაუთანაბრდა ჩემპიონთა ლიგაში “ინტერის” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს, ერნან კრესპოს. მათზე მეტი “ნერაძურის” მხოლოდ ორ ყოფილ ფეხბურთელს აქვს გატანილი – ხულიო კრუსს (13) და ადრიანოს (14).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ისევ შეცვალეს და ისევ გაბრაზდა: ნაპოლიმ მძიმედ მოიგო

რვა ცვლილებით პორტუგალიასთან: ბორჯღალოსნების შემადგენლობა