„ჩელსის“ ამბები ისევ ვერ არის კარგად. ლონდონელებმა პრემიერლიგის მე-5 ტურში სტუმრად „ბორნმუთი“ ვერ დაამარცხეს – 0:0.
გუნდი ძიების პროცესშია და ახალი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოც შემადენლობის ძიების პროცესშია და, როგორც ჩანს, ჯერ ვერ ჩამოყალიბდა.
2023 წელს „ჩელსის“ სასტარტო შემადგენლობაში 37 სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა.
Opta Sports-მა დაითვალა და აღმოაჩინა, რომ 19 წლის ფრანგი ლესლი უგოჩუკვუ 37-ე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ჩელსის“ ძირითადში დაიწყო.
თან აქ საუბარი მხოლოდ პრემიერლიგის მატჩებზეა.
„ჩელსიმ“ გასულ ზაფხულს 12 ახალწვეული მიიყვანა.
გარდა მისა, „ჩელსის“ 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგიანობა აქვს.
5 მატჩში გუნდმა მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.
ასეთი რამ „ლურჯებს“ ბოლოს 1995-96 წლების სეზონში შეემთხვათ.
ამ წუთისთვის „ჩელსი“ ცხრილში მე-14 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings