in ,

გულშემატკივარს ტრიბუნაზე გული წაუვიდა, ის ჩელსის ფეხბურთელის სიგნალმა იხსნა

პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩი „უოტფორდსა“ და „ჩელსის“ შორის პირველ ნახევარში შეჩერდა. ერთ-ერთი გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა.

მე-15 წუთზე ტრიბუნაზე მჯდომ მამაკაცს გული გაუხდა ცუდად. „ჩელსის“ მცველმა მარკოს ალონსომ შეამჩნია, რომ მაყურებელი მთავარი მსაჯის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა და არბიტრს გულწასულ ქომაგზე მიანიშნა. მსაჯმა დევიდ კუტმა იქვე ჩასტვინა და ორივე გუნდის სამედიცინო ბრიგადა დაზარალებულთან გაჩნდა.

ფეხბურთელები გასახდელში წავიდნენ. Amaxon Prime-ის რეპორტიორებმა აცნობეს, რომ გულშემატკივარი გადაარჩინეს და გონს მოიყვანეს. ის უმალ საავადმყოფოში გააქანეს, კარგია, რომ სტადიონი ქალაქის მთავარ ჰოსპიტალთან მდებარეობს.

თამაში ნახევარი საათით შეყოვნდა. პირველი ტაიმის შემდეგ მაყურებელს აცნობეს, რომ გულსუსტი ფანი საავადმყოფოში უსაფრთხოდ გადაიყვანეს და რომ ის სტაბილურ მდგომარეობაშია.

თამაში კი „ჩელსიმ“ 2:1 მოიგო და პირველ ადგილზე დარჩა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორდალასი: სილესენი არ ითამაშებს, დანარჩენს გადავწყვეტთ

UFC-ს წლის საუკეთესო ბრძოლებში გიგა ჭიკაძის ბრძოლა მეორე ადგილზე დასახელდა