in ,

პრემიერლიგის მთავარი კადრი: ბრენტფორდის მწვრთნელი გამარჯვებას გუნდის თილისმა-ბიჭუნასთან აღნიშნავს

ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის ყველაზე ლამაზი მომენტი.

ინგლისის ჩემპიონატი წელს „ბრენტფორდისა“ და „არსენალის“ მატჩით დაიწყო და უკვე მოულოდნელი შედეგი მივიღეთ. წელს აღზევებულმა გუნდმა 2:0 მოიგო და თამაშის დასრულების შემდეგ „ბრენტფორდის“ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა დამსახურებული საპატიო წრე დაარტყეს ფანებისთვის გიჟური მხარდაჭერის გამო მადლობის სათქმელად. ზეიმისას მთავარი მწვრთნელი ტომას ფრანკი ნორჩ გულშემატკივართან მივიდა და მას გამარჯვება მიულოცა. ამ კადრმა მსოფლიო მოირბინა.

მწვრთნელის გარდა ბიჭს „ბრენტფორდის“ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მიესალმა.

ეს ბიჭი 8 წლის ვუდი გახლავთ, რომელიც დაუნის სინდრომით არის ავად.
ის ამ პატარა კლუბის ყველაზე ცნობადი ქომაგი და ერთგვარი თილისმაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გრილიში მე-9 ფეხბურთელია, რომლის ფასმა 100 მილიონს გადააჭარბა: ნახე სხვა „მილიონერებიც“

მამუკელაშვილის ყველაზე კარგი თამაში: 20 ქულა